უნაი ემერი: ასეთი კარგი "ბარსა" დიდი ხანია არ მინახავს

"ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბარსელონა" შეაფასა და მიმდინარე სეზონში მოწინააღმდეგის პროგრესს ხაზი გაუსვა.
"ასეთი კარგი "ბარსა" ბურთით თუ უბურთოდ დიდი ხანია არ მინახავს. მათ დიდებული მოთამაშეები ჰყავთ, ფეხბურთელები, რომელთაც ყველაფერი შეუძლიათ."
-ემერის სიტყვებს MD ციტირებს.
ესპანელ სპეციალისტს "ბლაუგრანას" წინააღმდეგ კატასტროფული სტატისტიკა აქვს. 26 შეხვედრიდან მის გუნდებს მხოლოდ 2-ჯერ აქვთ გამარჯვება მოპოვებული. 18-ჯერ დამარცხდნენ და 6 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.
ის ორი გამარჯვება ემერის "სევილიასა" და პსჟ-ში მუშაობის პერიოდში აქვს მოპოვებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]