24 აპრილი - დღე, როდესაც ბარსელონა უსამართლოდ დაიჩაგრა

24 აპრილი - დღე, როდესაც ბარსელონა უსამართლოდ დაიჩაგრა

დღევანდელი დღე, 24 აპრილი "ბარსელონას" ისტორიაში საკმაოდ უცნაური და საინტერესო შემთხვევითაა შესული.

2000 წლის 24 აპრილს "ბარსელონას" ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში მადრიდის "ატლეტიკოსთვის" უნდა ემასპინძლა. თუმცა კატალონიელებმა ეს ვერ მოახერხეს, რისი მიზეზიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაა.

ამ თამაშისთვის "ბარსელონას" რივალდო, იარი ლიტმანენი, ბუდევეი ზენდენი, ფილიპ კოკუ, ვინსტონ ბოგარდი, პატრიკ კლუივერტი, მიხაელ რაიციგერი, ფრანკ დე ბური და ლუიშ ფიგუ აკლდა. მიზეზი არა ტრავმა, დისკვალიფიკაცია, ან რაიმე ვირუსი, არამედ ის იყო, რომ ეს ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულები. მიუხედავად დანაკლისის ობიექტური მიზეზისა, ფეხბურთის ფედერაციამ თამაშის გადადებაზე უარი თქვა.

ასეთ დროს ლოგიკური იქნებოდა, "ბარსელონას" დანაკლისი "ლა მასიადან" შეევსო და კატალონიელები ამისთვის მზად იყვნენ, მაგრამ ფედერაცია აქაც გაჯიუტდა - წესი წესია და ახალგაზრდული გუნდიდან მაქსიმუმ 3 მოთამაშის დამატება შეიძლებაო. საბოლოოდ ლუი ვან გაალის განკარგულებაში სულ 11 მოთამაშე აღმოჩნდა, საიდანაც 2 მეკარე იყო.

თამაშის დაწყებამდე ფეხბურთლები მოედნის კიდესთან განლაგდნენ. "ბარსელონას" 10 კაციანი შემადგენლობა ასეთი იყო: ჰესპი, პუიოლი, დეუ, აბელარდო, სერხი, გვარდიოლა, ჩავი, გაბრი, სიმაუ, დანი.

კაპიტანი გვარდიოლა მოედნის ცენტრში მივიდა და მსაჯსა და "ატლეტიკოს" კაპიტანს ამცნო, რომ მისი გუნდი თამაშს არ აპირებდა. ფეხბურთის ფედერაცია "ბარსელონას" მკაცრი სასჯელით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანა" თამაშზე უარს იტყოდა, მაგრამ სასჯელის მუქარამ არ გაჭრა - კატალონიელები მოედანზე არ გასულან. მათ 0-3 წაგება ჩაეთვალათ და გარდა ამისა, "ბარსა" ესპანეთის თასის მომდევნო გათამაშებიდანაც მოიკვეთა. მომდევნო სეზონის სტარტზე "ბლაურანას" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ტრადიციად ქცეული ამნისტია შეეხო და გუნდი თასზე დაუშვეს, საიდანაც კატალონიელები ისევ ნახევარფინალში გამოვარდნენ.

2000 წელს "ბარსელონას" თასიდან გავარდნას ფეხბურთის ფედერაციას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. "ატლეტიკოსთან" პირველი შეხვედრა 0-3 გვქონდა წაგებული და ფინალში გასვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ფედერაცია "ბარსას" ძალიან უცნაურად მოექცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 25 აპრილი 2021 15:14
    2
    და ამის მერე ენდე ფიფას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 აპრილი 2021 13:47
    0
    აი რატომ ლა მასიელების დამატების უფლება არ მისცეს ეს გამაგებინეთ, სადაური წესებია. პირიქით ხო არ იყო როცა გამოცდილებს ამატებენ ხოლმე ახალგაზრდულ გუნდს.
    Culé [?]
    #3 24 აპრილი 2021 22:33
    0
    მართალია აქ არაფერ შუაშია, მაგრამ 1 თხოვნა მაქვს თითოეული თქვენთაგანთან!


    ხალხო 1 სათხოვარი მაქვს თქვენთან ჩემი მეგობარი მონაწილეობს ვოისში, და დღეს წყდება გადასვლა/არ გადასვლა ნახ.ფინალში! მესენჯერით ვისაც შეგიძლიათ ხმა მიეცით სრულიად უფასოდ, და ზარის ღირებულება 1 თეთრია და თუნდაც 1 ზარი ძალიან მნიშვნელოვანია!


    ვინც მესენჯერით გსურთ ხმის მიცემა, ვხსნი წესებს: შედიხართ ოფიციალურ გვერდზე ვოისის, სადაც სმს იწერება იქ ამოვარდება რომელი კონკურსანტი გსურთ ხმის მიცემა და იქ მონიშნეთ კ ა ტ ო ვ ე რ ხ ვ ი ა შ ვ ი ლ ი !!! მადლობა წინასწარ!

    ბარსელონას ხათრით 1 ხმა მაინც მივცეთ უმაგრესი გოგოა, ყველასგან განსხვავებული ხმის ტემბრით!
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #2 24 აპრილი 2021 22:14
    4
    ფაქტი ფაქტად რჩება ბარსა არასდორს ეხატებოდათ გულზე მთელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას.... ასეა ახლაც....😔☹
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 24 აპრილი 2021 21:31
    0
    :DDDDDDD