"ბარსელონას" FIFA-ს სანქციის გამო დაკარგული ფეხბურთელის დაბრუნება სურს

"ბარსელონას" FIFA-ს სანქციის გამო დაკარგული ფეხბურთელის დაბრუნება სურს

ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. კატალონიელებს პარიზული კლუბის 18 წლის ნახევარმცველის, კაის რუის-ატილის უფასოდ დამატება სურთ. 

ფრანგი ფეხბურთელი 6 წლის განმავლობაში "ბარსელონას" აკადემიის წევრი იყო. ის კლუბმა 7 წლის ასაკში დაიმატა, 2014 წელს კი FIFA-ს სანქციის გამო "ლა მასიის" დატოვება მოუხდა. "ბარსას" სანქცია 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელების წესების დარღვევით შეძენის გამო დაეკისრა, შედეგად კი კლუბიდან ყველა ასეთი წესით გადმოყვანილი მოთამაშე წავიდა. 

რუის-ატილი პსჟ-ს 2015 წელს შეუერთდა, შარშან კი ძირითად გუნდში დებიუტიც ჰქონდა, თუმცა მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნის შემდეგ აღარ უთამაშია. მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში გასდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 აპრილი 2021 13:31
    0
    ჯერ კუბო დაიბრუნეთ რეალმა რო აგაცალათ სწორედ ამ სანქციის გამო და მერე სთხოვეთ პსჟ-ს ამის დაბრუნება, რომელიც როგორც კი გაიგებს პერსპექტიულია და ბარსას უნდაო უცებ მოგიხევთ 100 მილიონს.

    ციტატა: El pistolero 9
    ბარსა ბ-ში ათამაშონ და თუ კარგად ითამაშა დააწინაურონ პირველ გუნდში.ისე ჩავი საიმონსი რას შვება?

    ვინ ათამაშონ? პსჟ-ს ფეხბურთელი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 აპრილი 2021 21:17
    2
    ბარსა ბ-ში ათამაშონ და თუ კარგად ითამაშა დააწინაურონ პირველ გუნდში.ისე ჩავი საიმონსი რას შვება?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 23 აპრილი 2021 18:36
    1
    Kargia moiyvanet meti axalgazrdebi gundshi💪💪💪💪💪