პაულო დიბალა: მესის იუვენტუსში გადმოსვლაზე საუბრები იყო

პაულო დიბალა: მესის იუვენტუსში გადმოსვლაზე საუბრები იყო

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა მის თანამემამულე ვარსკვლავებზე, ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს კატალონიურ მომავალზე საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ აგუერო "ბლაუგრანას" უფასოდ შეუერთდეს, მესი კი კატალონიურ გუნდში დარჩეს.

ცოტა ხნის წინ დიბალამ Twich-ში ისაუბრა. აგუეროსთან და მესისთან დაკავშირებით პაულოს სიტყვებს Goal ციტირებს:

აგუერო "ბარსელონაში"? მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით მესისთან.

მესის დარჩენა? მჯერა, რომ მისი კარიერისთვის "ბარსელონაში" დარჩენა უნიკალური იქნება იმის მიუხედავად, გადავა თუ არა აგუერო.

მესის "იუვენტუსში" გადმოსვლასთან დაკავშირებით საუბრები იყო, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა.

Twich-ში საუბრის კიდევ უფრო საინტერესო მონაკვეთს ავრცელებს ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი:

აგუეროს ვუთხარი, რომ ტურინში მისთვის კარი ღიაა, მაგრამ მომეჩვენა, რომ მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს... თუ ის "ბარსელონაში" გადავა, ჩემთვის ნათელი იქნება, რომ მესი დარჩება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 23 აპრილი 2021 21:13
    0
    აგუერო რო მოიყვანონ და დემბელე მანეში გაცვალონ ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა გვეყოლება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 აპრილი 2021 15:13
    2
    იუვენტუსმა დაღუპა დიბალა ამას ბარსაში მეტი გასაქანი ექნებოდა ჩემი ოცნების ტრანსფერია ეს ბიჭი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 23 აპრილი 2021 15:13
    1
    ეს ბიჭი ახლა რო იყოს 22-23 წლის თამამად ვიტყოდი მესის შეცვლა ბარსაში მხოლოდ დიბალას შეუძლიათქო (პოზიციურად). ცუდ დროს დაიბადა სასწაული ნიჭის პატრონია და ნაკრებში თამაში ვერ ეღირსა წესიერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 აპრილი 2021 14:51
    0
    აგუეროს ვუთხარი, რომ ტურინში მისთვის კარი ღიაა, მაგრამ მომეჩვენა, რომ მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს... თუ ის "ბარსელონაში" გადავა, ჩემთვის ნათელი იქნება, რომ მესი დარჩება.
    ეს ისედაც ნათელი იყო რაც ბარსამ თამაში გამოასწორა მას შემდეგ.