ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 აპრილს მოხდა.
თამაშები
22 აპრილს "ბარსელონას" 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 0 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1962 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველი მატჩის 1-0 მოგების შემდეგ "ბარსამ" "რეალ მადრიდთან" 1-3 წააგო და კატალონიური გუნდი ტურნირს გამოეთიშა.
1967 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ხუან კარლოს უნსუე, 1988-1990 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 9 თამაში ჩაატარა. უნსუემ კატალონიურ გუნდთან ერთად 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1977 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი. 2005/06 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 38 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად ვან ბომელმა ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
1982 წელი
86 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ეუსებიო ბლანკო.
1984 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" თანაქალაქელი "ესპანიოლი" 5-2 დაამარცხა. ეს ესპანეთის ჩემპიონატში დიეგო მარადონასთვის "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული ბოლო თამაში გამოდგა.
ეს მატჩი "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-800 მოგება იყო.
1989 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე იასპერ სილესენი. 2016-2019 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 34 თამაში ჩაატარა. სილესენმა კატალონიურ კლუბთან ერთად 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი და 2 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]