კოუტინიო: დარწმუნებული ვარ, უკეთესი და უფრო ძლიერი დავბრუნდები

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Instagram-ზე კომენტარი დაწერა.
კოუტინიომ მუხლის ტრავმა 29 დეკემბერს "ეიბართან" გამართულ მატჩში მიიღო. ბრაზილიელი ფეხბურთელის დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას 3 ოპერაციას გაკეთება დასჭირდა. იგი ამჟამად სამკურნალოდ სამშობლოში იმყოფება.
თითოეული დღე ახალი ბრძოლაა, რაც ჩემს მაქსიმუმს მოითხოვს! გამოჯანმრთელების პროცესი ნელა მიმდინარეობს. ამას მოთმინება და თავდადება სჭირდება.
გამოწვევები ყოველთვის მოტივაციას მმატებდა. თავდაუზოგავად ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, უკეთესი და უფრო ძლიერი დავბრუნდები იმის საკეთებლად, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.
ღმერთი ჩემთანაა. მჯერა იმათი, ვინც მხარს მიჭერს და ვისაც ჩემი სამუშაო მოსწონს. მადლობა მხარდაჭერისთვის.
"ყოველივეს თავისი დრო და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ამ ცისქვეშეთში".
ეკლესიასტე 3:1.
- წერს კოუტინიო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]