ლა ლიგის ოფიციალური განცხადება ევროპის სუპერ ლიგის შესახებ

ლა ლიგის ოფიციალური განცხადება ევროპის სუპერ ლიგის შესახებ

ლა ლიგა ევროპის სუპერ ლიგის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში ესპანეთის ჩემპიონატის მმართველი ორგანო ეწინააღმდეგება ახალი საფეხბურთო ტურნირის პროექტს. გთავაზობთ განცხადებას სრულად:

ლა ლიგა გმობს დაანონსებულ პროექტს, სეცესიური და ელიტური საფეხბურთო ტურნირის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს იმ ღია შეჯიბრებითობისა და სპორტული ღირსების პრინციპებზე თავდასხმას, რომელსაც ეროვნული და ევროპის საფეხბურთო ეკოსისტემა ეფუძნება.

დღეს, მთელი ევროპის მასშტაბით, თითოეული გუნდის გულშემატკივრები, მიუხედავად ამ კლუბის სიდიდისა, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ წარმატების მიღწევასა და ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ასვლას.

ლა ლიგა იცავს ევროპული ფეხბურთის ტრადიციას, რომელიც ნიშნავს ფეხბურთს ყველასთვის. კონცეფცია, რომელიც 12-მა ევროპულმა გუნდმა შეიმუშავა, ანადგურებს ოცნებას და ელიტაში შესასვლელ კარს ღიას მხოლოდ რამდენიმე კლუბისთვის ტოვებს.

ლა ლიგას ღია და ღირსეული ჩემპიონატის 90-წლიანი ისტორია აქვს. მსოფლიოს გარშემო, მილიონობით გულშემატკივარი ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის 42 კლუბს წარმოადგენს. ჩვენმა წარმატებამ განაპირობა ის, რომ დღეს, ესპანეთის ეკონომიკაში ფეხბურთი მშპ-ის, თითქმის, 1.4%-სა და 200 ათას დასაქმებულ ადამიანს წარმოადგენს.

შემოთავაზება ახალი ევროპული ტურნირის შესახებ არის არაფერი, გარდა ეგოისტური მცდელობა მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებისა. იგი ძირს გამოუთხრის სპორტის ამ სახეობას და ლა ლიგის ახლო მომავალზე სავალალო ზეგავლენას იქონიებს.

ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, ვიმუშავებთ თითოეულ მხარესთან, რათა დავიცვათ ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის მთლიანობა და მომავალი.

- ვკითხულობთ განცხადებაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 21 აპრილი 2021 14:33
    0
    ანუ ტებასი პერესის წინააღმდეგ? აი ეს ბრძოლა მართლა საინტერესოა ვისი გამარჯვებით დამთავრდება.
    ფანი [?]
    #18 20 აპრილი 2021 13:25
    0
    ძალიან კაი:)
    სრულიად მოუწონარი იდეა არი ჩემთვის და თითქმის ყველა ჩემ გარშემო ადამიანისთვის სუპერ ლიგა.

    იმედია გაუქმდება
    ფანი [?]
    #17 19 აპრილი 2021 20:13
    1
    ამ მიდგომის ძალიან ცუდი მაგალითი რაგბის სახით გვაქვს. ესეთი ჩემპიონატი ტოპ გუნდებს ძალიან გააძლიერებს რაც სუსტ გუნდებს შანნს დაუკარგავს ისეთი სენსაციებისთვის რაც ლესტერმა გააკეთა ამ ბოლოს ან სხვა გუნდები აკეთებენ. სადაც ნეიტრალური გულშემატკივარი ვარ ძირითადად სუსტ გუნდს ვგულშემატკივრობ და სენსაციები მიყვარს. მე წინააღმდეგი ვარ. ბარემ ილონ მასკმა მთვარეზე წაიყვანოს და იქ შექმნან ახალი ლიგა
    Culé [?]
    #16 19 აპრილი 2021 16:27
    1
    ლალიგასაც ვეღარ ვითამაშებთ? 😳 უჩლს ამ გადაწყვეტილებას ძაან ცუდი შედეგი მოჰყვება რეიტინგს დაუგდებს 0ზე ... აბა უესკას თამაშის სანახავად ჩემპიონთა ლიგას არავინ ჩაუჯდება
    წევრი [?]
    #15 19 აპრილი 2021 15:59
    1
    ბარსა არის ეკონომიკური კრიზისის წინაშე და ეს ტურნირი წელიწადში დამატებით 3.5 მილიარდ ევროს მოუტანს კლუბს. რა ი მე ვარ მო.ხრე ამ ტურნირის თორე გავკოტრდით და ეგაა
    Culé [?]
    #14 19 აპრილი 2021 15:44
    6
    მომხრე ვარ ყველა მაგ გუნდს ვეტო დაედოს , უეფასა და ფიფას ქოლგის ქვეშ არსებულ ყველა ასაკობრივ ჯგუფის ტრანსფერებზე . არანაირი წდომა ნებისმიერი მის საფეხბურთო აკადემიის გარეთ არსებულ ადამიანურ რესურსზე და ვნახოთ როცა პენსიაში გავლენ დღევანდელი ვარსკვლავები , პერესი და ანიელი ჩაიცმევენ ფორმას და გავლენ მინდორზე სათამაშოთ .
    წევრი [?]
    #13 19 აპრილი 2021 15:25
    4
    წარმატებები იმედია გააუქმებენ სუპერ ლიგას
    --------------------
    გ.ჩან
    ფანი [?]
    #12 19 აპრილი 2021 15:19
    1
    მე არ ვარ სუპერ ლიგის წინააღმდეგი, რავიცი აბა...
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    Culé [?]
    #11 19 აპრილი 2021 15:17
    3
    ეს სუპერლიგა ძაან მაშტაბური *ლეობაა.ნეტავ რაზე ფიქრობდნენ ამის შექმნის დროს? ჰმმ ფულზე, ფულზე და ფულზე. იმას რო გავანებოთ თავი რო სუსტ გუნდებს საერთოდ იკიდებენ აგრეთვე იკიდებენ შიდა ჩემპიონატებს რადგან ეგ 12 გუნდი მასპინძელია რა საჭიროა შიდა ჩემპიონატში თავის მოკვლა როცა იცი რო იმ ტურნირზე მაინც ითამაშებ.ძალიანაც კარგი თუ ამ 12 გუნდს დიდ სანქციებს დაადებენ
    გულშემატკივარი [?]
    #10 19 აპრილი 2021 15:08
    4
    დანარჩენმა გუნდებმა რა უნდა ქნას ან ამდენ ფეხბურთელს რას უპირებენ ინგლისის ჩემპიონატი ფაქტიურად 3_4 გუნდის იმედზე რჩება. პახოდუ როგორ აპირებენ განვითარებას, იდიოტიზმია. 5 წელიწადში ბარსა ან ინტერი ან ნებისმიერი მაგ გუნდებიდან ნოტინგემ ფორესტივით რომ გაფარჩაკდეს მერე რას აპირებენ? რაგბზე ვიძახით ჩაკეტილი ცუდიათქო და ფეხბურთი კაი იქნება? ბუნდესლიგას ან ლიგა1ს რას გერჩიან
    გულშემატკივარი [?]
    #9 19 აპრილი 2021 14:58
    3
    აუ ჩემი არ მეგონა ოდესმე თუ მოვესწრებოდი ფეხბურტის დასასრულს ან მსგავს დღეს და ფიქრიდან რამდენიმე წელში უკვე დარხეული აქ ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ!!!!!!!!!!!!!!!
    --------------------
    ბარსა? კი, ის ჩემი ცხოვრებაა!
    ბარსა? კი, მე ვარ მისი ფანი და ვიქნები სამუდამოდ!
    "mes que un club"
    Culé [?]
    #8 19 აპრილი 2021 14:56
    1
    ყველაზე ზუსტი და სწორი განცხადება :)
    ფანი [?]
    #7 19 აპრილი 2021 14:51
    1
    antonio,
    როგორც ახლა არის ეგ ჯობია ყველაფერს,რათ მინდა სულ საოცარი თამაშების ნახვა,რომლებიც მუდამ ერთიდაიმავე იქნება,სადაც ვერ მიიღებენ სუსტი გუნდები მონაწილეობას,ან არსენალი რომელი გრანდი მყავს ავტომატურად რომ იქნება ტურნირზე,კი შეიძლება ოდესღაც ძლიერი იყო და ამიტომ,მაგრამ დღეს ხომ იგივე აღარაა,მაშინ დინამოც გაიყვანონ,ოდესღაც ჩვენც ვიყავით ძლიერები.თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე რამდენი საინტერესო რამ ხდებოდა,აიაქსი წლის სენსაცია,რომელიც საკმაოდ შორს გავიდა,პორტომ იუვე გააგდო,ლაიპციგი და კიდევ რამდენი
    ფანი [?]
    #6 19 აპრილი 2021 14:34
    1
    ვერ ვხვდები რატო არ მოგწონთ ეს სუპერლიგა რომელი ჯობია ალავესს ჰუესკას ოსასუნას და ელჩეს რო ეთამაშება ბარსელონა ყოველ კვირა თუ მანჩესტერს არსენალს იუვენტუსს და ბავარიას. გარანტირებულად მინიმუმ 20 ძალიან საინტერესო თამაში გაქვთ ყოველ სეზონში უეფას ტრაკი ეწვის ფული აღარ შეუვა იმდენი და დროთა განმავლობაში შეიძლება უფუნქციოც გახდეს ქვეყნების ჩემპიონატებს კიდევ იმისი ეშინიათ არ დაადონ გრანდებმა შიდა ჩემპიონატებს და მარტო ერთმანეთში არ ითამაშონ ასეც რო იყოს ოცის ნაცვლად თქვენი გუნდის ორმოცი სუპერთამაშის ყურების საშუალება გექნებათ ყოველ სეზონში არავინ თქვას ეზლა რო ნბა და ნჰლ ცუდია და არასანახაობრივი და ევროპის საკალათბურთო და ჰოკეის სისტემა ჯობია. ოცი წელია უნდათ გრანდებს სუპერლიგის შექმნა და როგორციქნა მოაბეს თავი იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება
    რედაქტორი [?]
    #5 19 აპრილი 2021 14:21
    2
    ციტატა: nika 54
    აბა პერესი რო პრეზიდენტი იქნება ის რა ლიგა და სამართლიანობა იქნება ყველა ხვდება, რომ ეს ფულის კეთების ახალი დონეა.

    ლაპორტაც რო ჩაერთო ძაან სირცხვილია.. ფეხბურთს კლავენ. ნეტა ჰალამადრიდზე რას ამბობენ xD
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    Culé [?]
    #4 19 აპრილი 2021 14:21
    6
    ტოტენჰემი და არსენალი რატომ არის ტოპ 20 გუნდი და არა აიაქსი ან პორტუ? მაგათ ვაბშე რა უნდათ. მე პირადად არც ყოველ კვირას კლასიკო და ასე შემდეგ, მუღამი მაშინ აქვს ძლიერი გუნდების შეხვედრას როცა ცოტა ხანი ელოდები.
    წევრი [?]
    #3 19 აპრილი 2021 14:15
    1
    სწორი სიტყვებია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 აპრილი 2021 14:15
    3
    ციტატა: ჯერემი რენერი
    ლა ლიგას ღია და ღირსეული ჩემპიონატის 90-წლიანი ისტორია აქვს. მსოფლიოს გარშემო, მილიონობით გულშემატკივარი ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის 42 კლუბს წარმოადგენს. - ზუსტად ეს სიტყვებია პასუხი.. barca-2

    სუპერ კი არა სამარცხვინო ლიგა იქნება ევროპის..

    აბა პერესი რო პრეზიდენტი იქნება ის რა ლიგა და სამართლიანობა იქნება ყველა ხვდება, რომ ეს ფულის კეთების ახალი დონეა.
    რედაქტორი [?]
    #1 19 აპრილი 2021 14:09
    3
    ლა ლიგას ღია და ღირსეული ჩემპიონატის 90-წლიანი ისტორია აქვს. მსოფლიოს გარშემო, მილიონობით გულშემატკივარი ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის 42 კლუბს წარმოადგენს. - ზუსტად ეს სიტყვებია პასუხი.. barca-2

    სუპერ კი არა სამარცხვინო ლიგა იქნება ევროპის..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d