ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება გამოირიცხა

ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება გამოირიცხა

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება გამოირიცხა. ამ ინფორმაციას ფრანგული RMC Sport ავრცელებს.

ნეიმარს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წელს ეწურება. ბოლო დროს ბრაზილიელს "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებდნენ და ივარაუდებოდა, რომ ზაფხულში ნეიმარის საგას ისევ ვიხილავდით, თუმცა, დღეისათვის სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.

RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მა და ნეიმარმა ახალი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმეს. 29 წლის შემტევი ხელშეკრულებას 2026 წლამდე გაახანგრძლივებს.

ფეხბურთელის გარემოცვის ცნობით, მხარეები ახალ კონტრაქტს აპრილის ბოლოსთვის გააფორმებენ, ეს კი ნეიმარის "ბარსაში" დაბრუნებას გამორიცხავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 20 აპრილი 2021 02:17
    0
    როგორც იქნა ამ დიშლასაგან განთავისუფლდა ტვინის ბურღვა.
    Culé [?]
    #9 18 აპრილი 2021 15:38
    0
    აგუერო მოიყვანონ და მანე დემბელეში გაცვალონ.ეს კიდე დარჩეს სადაცაა.სიტის რო ვაკვირდები ეგენი პსჟ-ს მომგებები არ არიან და ძაან დიდია იმის შანსი რო პსჟ-მოიგოს ლიგა.მაგრამ ოქროს ბურთს მაინც მბაპეს ჩაახუტებენ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 18 აპრილი 2021 13:05
    0
    რავიცი, ვინც ბაიერნთან ამის თამაშს უყურეთ და მაინც არ მოგწონთ ვერ ყოფილა საქმე კარგად. ამან იმ თამაშში მბაპე გააქრო.
    ფანი [?]
    #7 18 აპრილი 2021 01:45
    0
    ძალიან კარგი ეგდოს სადაცაა იქ.მაგ ხამის ადგილი არ არის ბარსელონაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 აპრილი 2021 00:08
    0
    ნეიმარი ბარსელონაში 10 დან 10 , ნეიმარი პსჟ ში 10 დან 1 . ვფიქრობ ზუსტი შეფასებაა
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 აპრილი 2021 19:28
    3
    ხოდა თუ გამოირიცხა ნუ დებთ ამის ნიუსებს
    ფანი [?]
    #4 17 აპრილი 2021 18:36
    3
    გაუცვალონ გრიზმანში და პიანიჩი დაუმატონ სასაჩუქრე ბონუსად :)
    წევრი [?]
    #3 17 აპრილი 2021 18:27
    2
    ციტატა: Joakim Brodén
    ციტატა: akaki
    მოაშორეთ ეგ ფულის კიკუ აქედან.ბარსაში კიკუების ადგილი არაა

    ამაზე უარესი კიკუებითაა გუნდი სავსე, პრინციპულობას და ღირსებას ცოტა სხვა რამეებში რო იჩენდეს გუნდი უკეთესი იქნება

    👍👍
    გულშემატკივარი [?]
    #2 17 აპრილი 2021 18:16
    2
    ციტატა: akaki
    მოაშორეთ ეგ ფულის კიკუ აქედან.ბარსაში კიკუების ადგილი არაა

    ამაზე უარესი კიკუებითაა გუნდი სავსე, პრინციპულობას და ღირსებას ცოტა სხვა რამეებში რო იჩენდეს გუნდი უკეთესი იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #1 17 აპრილი 2021 17:58
    2
    მოაშორეთ ეგ ფულის კიკუ აქედან.ბარსაში კიკუების ადგილი არაა