ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 17 აპრილი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 აპრილს მოხდა.
თამაშები
17 აპრილს "ბარსელონას" 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1889 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარლეს კომამალა. 1902-1912 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 135 თამაში ჩაატარა და 172 გოლი გაიტანა. მისი ძმები, არსენი და აურეო ასევე "ბარსელონაში" თამაშობდნენ.
1949 წელი
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბარსელონამ" "ესპანიოლი" სესარ როდრიგესის დუბლით 2-1 დაამარცხა. "ბლაუგრანამ" ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.
1960 წელი
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბარსელონამ" "სარაგოსა" 5-0 გაანადგურა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა. გოლები მარტინესმა (2), სეგარამ, გენსანამ და სუარესმა გაიტანეს.
1983 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ლას პალმასი" 7-2 გაანადგურა. დიეგო მარადონამ ჰეთ თრიქი გაიფორმა, ხოლო ხულიო ალბერტომ, მარკოსმა, შუსტერმა და კარასკომ თითო გოლი გაიტანეს.
2016 წელი
"ვალენსიასთან" ანგარიშით 1-2 წაგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა. ეს პირველი შემთხვევა იყო 2003 წლის შემდეგ, როდესაც "ბარსელონამ" ზედიზედ მე-3 თამაში წააგო.
2021 წელი
ესპანეთის თასის ფინალში 12 წუთში გატანილი 4 გოლის წყალობით "ბარსელონამ" "ბილბაო" 4-0 დაამარცხა და ტიტულს 31-ედ დაეუფლა. გოლები მესიმ (2), გრიზმანმა და ფრენკი დე იონგმა გაიტანეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]