რონალდ კუმანი კოპა დელ რეის ფინალის წინ

რონალდ კუმანი კოპა დელ რეის ფინალის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

"ბილბაომ" სუპერ თასზე დაგვამარცხა. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ და წინააღმდეგობას უნდა ველოდოთ. როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშეც უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ.
ჟერარ პიკე ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მზადაა. 
იანვარში გუნდის მდგომარეობა იმაზე ბევრად უარესი იყო, ვიდრე ახლაა. ბევრ ასპექტში მოვუმატეთ და შედეგები გავაუმჯობესეთ. ახლა მთავარია გუნდმა ტიტულის მოსაგებად საჭირო ენერგიით ითამაშოს. 
3 მცველით ვითამაშებთ თუ 4-ით, მატჩისადმი მიდგომა ერთი და იგივეა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვდომინირებდეთ, ხაზებს შორის კარგად ვითამაშოთ, ფლანგებზე ვიაქტიუროთ და კარი ეფექტურად დავიცვათ. 
"ატლეტიკს" მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი სტანდარტულ სიტუაციებში ძალიან კარგად თამაშობენ, ეს მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომლის გამოყენების უფლებაც არ უნდა მივცეთ. 
ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობების 100% უნდა გამოავლინოს. გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც არაერთი ფინალი მოუგიათ და მათ "ბარსას" ახალგაზრდა მოთამაშეებს მაგალითი უნდა აჩვენონ. 
არის თუ არა ლეო მესი განსაკუთრებით მოტივირებული ხვალინდელი მატჩისთვის? ის პროფესიონალია, შესანიშნავი მოთამაშე და კარგად იცის, ასეთი ტიპის შეხვედრებისთვის როგორ უნდა მოემზადოს. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თასი აწიოს. 
რა ელის ჩემს თანამდებობას, თუ ხვალ წავაგებთ? უცნაურია, რომ ასეთი ტიპის შეკითხვებზე პასუხის გაცემა მიწევს, რადგან 19-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა. ერთი თამაში წავაგეთ, ახლა კი ისევ ჩემს მომავალზე უნდა ვისაუბრო...
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ შევუტიოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დაცვა კარგად იყოს ორგანიზებული მაშინ, როცა ბურთით მეტოქის ნახევარზე ვართ. 

- განაცხადა კუმანმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #12 17 აპრილი 2021 22:20
    0
    #წარმატებებიბარსას #ViscaBarca
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 17 აპრილი 2021 17:58
    0
    თუ წააგე შენი ნებით დაწერე განცხადება.
    Culé [?]
    #10 17 აპრილი 2021 07:10
    0
    ვერც ერთი რეშაიუში იგრა ვერ მეიგო ამ შლანგმა. ალბათ დღესაც დამაზავს და მერე იმედია მიაყოლებენ ბართომეუს გზას.

    არაა რონალდი ბარსას დონის ტრენერი.
    დაჟე მარტინომ მოუგო ორივე კლასიკო სრეალს....
    Culé [?]
    #9 16 აპრილი 2021 21:43
    3
    ესეც თუ წააგო მაშინ უნდა გაუშვან. რაცარუნდა ცუდი გუნდი გყავდეს ბილბაოს უნდა მოუგო ფინალი.
    გულშემატკივარი [?]
    #8 16 აპრილი 2021 21:36
    2
    თუ ესეც წააგო მაშინ გაუშვან და მოიყვანოს ლაპორტამ ვინმე ნორმალური მწვრთნელი,რომელსაც შეუძლია გუნდის ხასიათზე მოყვანა.ძალიან უმოტივაციოდ თამაშობს გუნდი რაც ცუდია,ბილბაო გაგიჟებული გამოვა ყველაფერს იზამენ მოსაგებად,ჩვენც ასეთი შემართებით უნდა გავიდეთ და ყველაფერი გამოვა.
    ფანი [?]
    #7 16 აპრილი 2021 21:19
    2
    ეს თასიც თუ გამაზე ზაფხულში უნდა დაემშვიდობო გუნდს ბულდოგ.
    ფანი [?]
    #6 16 აპრილი 2021 21:03
    3
    რაცარუნდა მოიგოს და როგორი თამაშითაც, მაინც ასაცმელი აქვს გუნდის 80%თან ერთად, იმიტო რო ბილბაო თანამედროვე ფეხბურთში არცერთი გრანდისთვის არანაირი საზომი გუნდი არაა..
    ფანი [?]
    #5 16 აპრილი 2021 20:59
    1
    ხვალ უნდა მოიგო ჯიგარო თორე ააცვავ აქედან იმიტომ რომ მომგები არ იქნები არასდროს მაშინ... ისედაც დასვენებულია კლუბი მომზადების დრო დიდი გქონდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 აპრილი 2021 20:58
    6
    იმ 19-იდან ნებისმიერი წაგეგო და რეალისთვის მოგეგო, აი ეგ იქნებოდა შედეგი.
    წევრი [?]
    #3 16 აპრილი 2021 20:23
    4
    ერთი არ მოგიგია ხვალ ნუდამაკავებიებ ხვალ კაპლებს და წნევის წამლებს
    ფანი [?]
    #2 16 აპრილი 2021 20:18
    3
    ახალგაზრდებს დრო გაუზარდე , მეორე ტაიმიდანვე შემოიყვანე
    წევრი [?]
    #1 16 აპრილი 2021 20:15
    7
    მჯერა კუმან შენი! და განსაკუთრებით ამ კლუბის! პირველი თასი უნდა ავღმართოთ ! 💙❤️