MD: მესის ბარსასგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია

MD: მესის ბარსასგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია

Mundo Deportivo დღეს, ესპანურ მედიაში გავრცელებულ ცნობას უარყოფს, რომლის თანახმადაც, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გუნდის კაპიტანს, ლეო მესის, ახალი კონტრაქტის პირობები გააცნო.

კატალონიური გამოცემა წერს, რომ ლეოსთან დაახლოებული პირების თქმით, მას კლუბისგან ოფიციალური შეთავაზება, ჯერჯერობით, არ მიუღია და ფეხბურთელი მას კვლავ ელოდება.

ამავე ინფორმაციას ავრცელებს Cadena SER-იც. ამჟამად, მესი და ლაპორტა სევილიაში იმყოფებიან, სადაც ხვალ, "ლა კარტუხაზე", ესპანეთის თასის ფინალი გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 აპრილი 2021 18:13
    0
    ანუ არც სთავაზობენ დარჩენას?
    წევრი [?]
    #4 16 აპრილი 2021 16:51
    0
    მგონი მიდის შარშან ძლივს გააჩერეს ახლა რა უტრიალებს თავში არავინ იცის
    წევრი [?]
    #3 16 აპრილი 2021 15:58
    1
    ციტატა: davidus2020
    ამ თემას არ ეხება, წავიკითხე ფატი თასის განაცხადში არისო??? ნეტა სიმართლეა? თუ ჭორი.

    უბრალოდ გაყვება გუნდს მეტი არაფერი..
    ფანი [?]
    #2 16 აპრილი 2021 15:17
    0
    ამ თემას არ ეხება, წავიკითხე ფატი თასის განაცხადში არისო??? ნეტა სიმართლეა? თუ ჭორი.
    Culé [?]
    #1 16 აპრილი 2021 14:51
    3
    ამ ზაფხულის საგები:
    1)მესის კონტრაქტი
    2)ჰოლანდის ტრანსფერი
    3)ნეიმარის დაბრუნება
    4)დემბელეს კონტრაქტი....
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.