ბლატერი: ”ინიესტამ გადაარჩნინა სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი”

  • 29-03-2011, 10:23
  • ბლატერი: ”ინიესტამ გადაარჩნინა სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი”

    ”ფიფას” პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი გამოტყდა, რომ მას არ სურდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, დასრულებულიყო თერთმეტ მეტრიანი დარტყმებით.

    შეგახსენებთ, რომ ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა გამარჯვება ანდრეს ინიესტას მიერ, თამაშის დამატებით დროში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიპოვეს.

    მოხარული ვარ, რომ მუნდიალის ფინალური მატჩის ბედი თერთმეტ მეტრიანმა დარტყმებმა არ გადაწყვიტა. ვთვლი, რომ ინიესტამ ტურნირი გადაარჩინა. ფეხბურთი ხომ გუნდური ტიპის სპორტია, ხოლო პენალტების სერიაში პირველ პოზიციაზე ინდივიდუალური ფაქტორები გამოდიან.” - განაცხადა ბლატერმა.

    ანდრეს ინიესტამ გამარჯვების გოლი თამაშის 116 წუთზე გაიტანა და გამარჯვება მის გარდაცვლილ მეგობარს, დანი ხარკეს მიუძღვნა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV