ლაპორტამ მესის ახალი კონტრაქტის პირობები უკვე გააცნო

ლაპორტამ მესის ახალი კონტრაქტის პირობები უკვე გააცნო

პრეზიდენტად არჩევნიდან 5 კვირის გასვლისა და კლუბის ფინანსური სიტუაციის შესწავლის შემდეგ ჟოან ლაპორტამ ლეო მესის ახალი კონტრაქტის პირობები შესთავაზა. ინფორმაციას RAC1-ზე დაყრდნობით Mundo Deportivo ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეომ უკვე მიიღო შეთავაზება, რომელიც საწყის ეტაპზე მისი ხელფასის შემცირებას ითვალისწინებს. კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად კი არგენტინელის ანაზღაურებაც გაიზრდება. გარდა ამისა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მესი "ბარსას" ელჩი გახდება.

არაერთხელ თქმულა, რომ მესისთვის პრიორიტეტი არა ფინანსები, არამედ სპორტული პროექტია. ლაპორტა არც ამას ივიწყებს. იმავე წყაროს ცნობით, პრეზიდენტი მესის ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერით დაყოლიებასაც ცდილობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 აპრილი 2021 18:25
    2
    გამოდის, რომ მესის გამო მოყავთ ჰოლანდი გუნდის გაკოტრების ფასად? მესის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, თუ კლუბს გაკოტრება ემუქრება ჯობია მესიც წავიდეს და ის ცხვირგასიებული არც მოიყვანონ. ნორმალური მწვრთნელი დაითრიონ და ამ რესურსითაც დადებენ შედეგს. ფატიც ჩადგება მწყობრში და ლა მასიას მიხედონ ჯობია და ეს ბალასტი გაასუხარონ სადმე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 აპრილი 2021 18:17
    0
    ნუ რახან ელჩობას პირდება დარჩენილა მესი ეგაა რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 აპრილი 2021 14:48
    1
    მესი და სუარესი მაინც ინტერ მაიამიში წავლენ ალბათ ბოლოს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 16 აპრილი 2021 11:53
    1
    კარგი გათვლაა, სანამ ბარსელონა ფინანსურად მოძლიერდება მესი კი წავა ალბათ და გაზრდილი ხელფასის გადახდა აღარ მოუწევთ smile
    ფანი [?]
    #1 16 აპრილი 2021 11:49
    4
    მესიმ კარიერა ბარსელონაში უნდა დაასრულოს , წარმოდგენითაც რთულია მისი სხვა ფორმაში ხილვა 💙❤