ჟორდი ალბა კოპა დელ რეის წინ

ჟორდი ალბა კოპა დელ რეის წინ

ჟორდი ალბამ კოპა დელ რეის ფინალამდე 2 დღით ადრე Interstar Deporte-სთან ისაუბრა და მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

"ეს ფინალია და როგორც ყოველთვის, ჩვენ შევეცდებით გავიმარჯვოთ. დიდი ენთუზიაზმით ველით, ეს ჩვენი საყვარელი შეჯიბრია."

"ყველა შეჯიბრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სეზონში ჩვენ თასის ფინალში ვართ და გამარჯვება განსაკუთრებით გვსურს. გარდამავალი სეზონები "ბარსასთვის" არ არსებობს, ეს კლუბი მუდმივად ტიტულისკენ ისწრაფვის."

"მართალია, გუნდი მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, მაგრამ მათ ნაცვლად ახალგაზრდები მოვიდნენ, შემადგენლობა კვლავაც გასაოცარია."

"ფინალში ყოფნა და "ბილბაოს" მსგავს ძლიერ მეტოქესთან თამაში დავიმსახურეთ. ახლა მხოლოდ ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. მჯერა, რომ მოვიგებთ, შემდეგ კი ლა ლიგის დარჩენილ თამაშებს საუკეთესო განწყობით შევხვდებით."

ჟორდი ალბა 2021 წელს განსაკუთრებით პროდუქტიულია და ამ მხრივ თავის პოზიციაზე საუკეთესოც კი არის. მიმდინარე წელს ალბას ანგარიშზე 9 ასისტი და 3 გოლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 16 აპრილი 2021 18:29
    0
    იყოს დამატებით დროში მოგება, რას დავეძებთ. მიეჩვია გუნდი დამატებით დროში თამაშს.
    Culé [?]
    #8 16 აპრილი 2021 14:41
    0
    ისე მაგარი დრამატული გზა კი გავიარეთ ფინალამდე.ყველა თამაშში ომი გვქონდა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 აპრილი 2021 01:30
    0
    ბოლო სიტყვა მომეწონა, "მჯერა, რომ მოვიგებთ"
    და არა "ვეცდებით, რომ მოვიგოთ"
    გულშემატკივარი [?]
    #6 16 აპრილი 2021 00:11
    2
    ციტატა: Anano_Ch
    ციტატა: Joakim Brodén
    აუჰ, აღარ ტირის, დააწყნარეს? კლასიკოს შემდეგ სხვანაირად ლაპარაკობდა, მენტალურად ჩამოუყალიბებელი ციყვი

    ყველაფერი რასაც პრესა დაწერს არ უნდა დაიჯერო))
    ალბა მებრძოლი ფეხბურთელია და ეს მოედანზეც ყოველთვის ჩანს და მოედნის გარეთ თავისი განცხადებებიდან გამომდინარეც))
    პ.ს წელს ძალიან ძალიან კარგია ნამდვილად ❤️

    ხო ლივერპულთან თამაშის დროსაც, შესვენებაზე რო კურნჩხვებში ჩავარდა ნერვული შეტევისგან ეგეც მოუგონეს ალბათ
    წევრი [?]
    #5 16 აპრილი 2021 00:00
    0
    ციტატა: Anano_Ch
    ყველაფერი რასაც პრესა დაწერს არ უნდა დაიჯერო))

    ვიდეოც დაამონტაჟეს🤔
    წევრი [?]
    #4 15 აპრილი 2021 23:57
    1
    ციტატა: Joakim Brodén
    აუჰ, აღარ ტირის, დააწყნარეს? კლასიკოს შემდეგ სხვანაირად ლაპარაკობდა, მენტალურად ჩამოუყალიბებელი ციყვი

    ყველაფერი რასაც პრესა დაწერს არ უნდა დაიჯერო))
    ალბა მებრძოლი ფეხბურთელია და ეს მოედანზეც ყოველთვის ჩანს და მოედნის გარეთ თავისი განცხადებებიდან გამომდინარეც))
    პ.ს წელს ძალიან ძალიან კარგია ნამდვილად ❤️
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 აპრილი 2021 23:46
    2
    აუჰ, აღარ ტირის, დააწყნარეს? კლასიკოს შემდეგ სხვანაირად ლაპარაკობდა, მენტალურად ჩამოუყალიბებელი ციყვი
    ფანი [?]
    #2 15 აპრილი 2021 23:41
    5
    იმედია ვერ მოიგებთ, რო ლაპორტამ თვალები ფართოდ დაჭყიტოს თორე ისეთი პირი უჩანს მაგიც კაი მინაბულია უკვე :D დემბელეს კონტრაქტი არ დაავიწყდეს რაც მთავარია, სხვა ყველაფერი გადადოს
    ფანი [?]
    #1 15 აპრილი 2021 23:35
    3
    ეს ფინალი თუ ვერ მოიგეს დასაშლელია გუნდი და ხელახლა ასაწყობი ოღონდ უკვე ყველა პოზიციაზე.