მეცხრე ფინალი ბარსელონასა და ბილბაოს შორის

მეცხრე ფინალი ბარსელონასა და ბილბაოს შორის

 შაბათს „ბარსელონა“ და „ბილბაო“ ერთმანეთს ესპანეთის თასის ფინალში დაუპირისპირდებიან. „ბარსას“ ოფიციალურმა საიტმა წინა 8 საფინალო დაპირისპირება გაიხსენა.

„ბარსელონა“ ამ ტურნირის რეკორდსმენია, 30 ტიტულით, „ბილბაო“ კი მეორე ადგილს იკავებს, 23 ტიტულით. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ყოფილა შემთხვევები, როცა ეს გუნდები ფინალში შეხვედრილან ერთმანეთს, სულ რვაჯერ მოხდა ეს ამბავი და მეცხრედ შაბათს მოხდება.

„ბარსელონამ“ 8 ფინალიდან 6-ში იმარჯვა. მოდი ერთად გადავავლოთ თვალი ამ შეხვედრებს:

1920 წლის 2 მაისი, „ელ მოლინიონის“ სტადიონი. (ხიხონი)

„ბარსა“ – „ბილბაო“ 2:0

ამ მატჩის ფავორიტად „ბილბაო“ ბევრი ფაქტორის გამო მიიჩნეოდა, ჯერ ერთი, იმ პერიოდში უკეთესი გუნდი იყო, მერე მეორე, ბილბაოდან ხიხონამდე არც თუ ისე დიდი მანძილია და სტადიონის უდიდესი ნაწილი (10 000 კაცი) მათ დაიკავეს.

მატჩი ძალიან მძიმე პირობებში ჩატარდა, მსაჯობა კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ანგარიში „ბილბაომ“ გახსნა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათალა, რადგან ბასკების ფეხბურთელი საჯარიმოში ნაადრევად შეიჭრა, დღევანდელ დღეს, ასეთ დროს განმეორებით ასრულებენ დარტყმას, მაგრამ მაშინ, მსაჯმა გოლი გააუქმა და „ბილბაო“ დააჯარიმა.

შეხვედრის არბიტრმა ამ მატჩის შემდეგ კარიერა დაასრულა.

„ბარსამ“ ორი გვიანი გოლის წყალობით მოიგო, თავი მარტინესმა და პაულინიო ალკანტარამ გამოიჩინეს.

1932 წლის 19 ივნისი, „ჩამარტინის“ სტადიონი. (მადრიდი)

„ბარსა“ – „ბილბაო“ 0:1

საკვირველია, რომ ეს გუნდები ფინალში მხოლოდ მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, რადგან ამ პერიოდში ესპანური ფეხბურთის მთავარ გრანდებად მიიჩნეოდნენ. „ბარსა“ ფავორიტი იყო და ანგარიშის გახსნის შანსიც ჰქონდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ხოლო ტაიმის ბოლოს ბილბაოელმა ბატამ ანგარიში გახსნა და როგორც აღმოჩნდა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

თამაშის შემდეგ „ბარსას“ მწვრთნელმა ჯეკ გრინველმა კომენტარი გააკეთა: „მთელი სეზონი ცუდად ვთამაშობდით და ვიგებდით, დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით.“

საინტერესოა, რომ ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ფინალის შემდეგ გუნდებმა ერთად ივახშმეს, მას შემდეგ ეს ტრადიცია აღარ არსებობს.

1942 წლის 21 ივნისი, „ჩანმარტინის“ სტადიონი. (მადრიდი)

„ბარსა“ – „ბილბაო“ 4:3

მსოფლიო ომში იყო ჩაბმული, მაგრამ ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ ფეხბურთი დაბრუნდა! „ბარსა“ ფინალში გავიდა, მაგრამ საშინელი სეზონი იყო, ფლეიოფში „მურსიასთან“ მოუხდათ თამაში და რომ დამარცხებულიყვნენ მეორე დივიზიონში აღმოჩნდებოდნენ.

ბრწყინვალე მატჩი გამოდგა, „ბარსა“ 3:1-ს იგებდა და თავს მოდუნების საშუალება მისცა, „ბილბაომ“ მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

გუნდებმა მოსაგებად ყველაფერი გაიღეს, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა და სირბილი აღარავის შეეძლო, მარიანო მარტინმა მეოთხე და გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ამ მატჩის მერე ისე გადაიღალა ფეხზე ძლივს დგებოდა და ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ უკვე ნახსენებ საფლეიოფო მატჩში მოედანზე გავიდა და გოლიც შეაგდო.

 1953 წლის 21 ივნისი, „ჩანმარტინის“ სტადიონი. (მადრიდი)

„ბარსა“ – „ბილბაო“ 2:1

ეს იყო დიდი „ბარსას“ ეპოქა, ე.წ „ხუთი თასის ბარსელონას“ ეპოქა, გუნდს ლადისლაო კუბალა ლიდერობდა, „ბილბაოში“ კი ჯერ კიდევ ირიცხებოდა ტელმო ზარა, უკვე მისი კარიერის მიწურული იყო, მაგრამ მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

მატჩი მათ დუელად მოინათლა.

„ბილბაოს“ გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, ტრადიციულად ბარსელონელებს მადრიდში ჩასვლა არ უყვართ. კუბალამ ჯერ საგოლე პასი მიითვალა, შემდეგ კი გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

 1984 წლის 5 მაისი, „სანტიაგო ბერნაბეუ“ (მადრიდი)

„ბარსა“ – „ბილბაო“ 0:1

გუნდები 80-იანებში მოსისხლე მტრებად იქცნენ, რადგან ყასაბმა ბილბაოელმა გოიკოეჩეამ დიეგო მარადონას კოჭი მოტეხა და მის „ბარსელონურ“ კარიერას დაღი დაასვა. ფინალში დიეგომაც ითამა და ბერნდ შუსტერმაც, მაგრამ „ბილბაომ“ მაინც იმარჯვა, ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა, ბასკები, რა თქმა უნდა, ძალიან უხეშობდნენ და ბოლოს მოხდა ის, რაც ციფრულ მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება, ფეხბურთელებმა ჯგუფურად იჩხუბეს, დიეგო მარადონას მოქნეული წიხლი, მისი კატალონიური კარიერის მთავარ ჰაილაითად იქცა.

გოიკოეჩეამ ასევე მძიმე ტრავმა მიაყენა შუსტერსაც, მაგრამ ამ ამბავს ნაკლებად იხსენებენ, გამომდინარე იქიდან, რომ არც მარადონას მსგავსი ფიგურა იყო და არც ფეხი მოუტეხავთ მისთვის.

2009 წლის 13 მაისი, „მესტალია“ (ვალენსია)

„ბარსა“ – „ბილბაო“ 4:1

ეს ფინალი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ამ ტიტულით „ბარსამ“ „ბილბაოს“ გადაასწრო და ესპანეთის თასის რეკორდსმენი გახდა, ასევე ეს იყო იმ ექვსი თასიდან ერთ-ერთი, რომელიც გვარდიოლამ ერთ კალენდარულ წელიწადში მოიგო.

ანგარიში „ბილბაომ“ გახსნა, მაგრამ მალევე იაია ტურემ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლით ანგარიში გაათანაბრა, მერე კი მესი დასაბმელი გახდა, მაგრამ ვერ დააბეს, რას დააბამდნენ?! ასაკიც უწყობდა ხელს და განწყობაც, „ბარსამ“ მეტოქე გაანადგურა.

 2012 წლის 25 მაისი, „ვისენტე კალდერონი“ (მადრიდი)

„ბარსა“ – „ბილბაო“ 3:0

პედრომ ანგარიში მალევე გახსნა, მერე მესიმ შეაგდო, ბოლოს კი ისევ პედრომ დასვა წერტილი. ეს პეპ გვარდიოლას ბოლო ტიტული იყო „ბარსელონას“ შემადგენლობაში.

 2015 წლის 30 მაისი, „კამპ ნოუ“ (ბარსელონა)

„ბარსა“ – „ბილბაო“ 3:1

ბასკებმა „კამპ ნოუზე“ თამაში ისურვეს, „ბარსა“ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნებაო, მაგრამ ცუდად დამთავრდა მათი გაუგებარი ჩანაფიქრი. ეს ჩავი ერნანდესის გამოსათხოვარი მატჩი იყო მშობლიურ სტადიონზე, ამავე წელს, „ბარსამ“ ტრიპლეტი შეასრულა, გუნდი უკვე იყო ლიგის ფინალში გასული და მესის უკვე ჩადენილი ჰქონდა კრიმინალი ბოატენგის წინააღმდეგ, ამიტომ ძალიან კარგ ხასიათზე გავიდა მოედანზე და კიდევ ერთი შედევრი შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ინიაკი უილიამსმა გაქვითა.

"ბარსამანიაზე" უკვე დაგვიწერია "ბილბაოსთან" 10 გამორჩეული მატჩის შესახებ, თვალი შეგიძლიათ აქ გადაავლოთ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 16 აპრილი 2021 18:44
    0
    კარგია მოგონებები მაინც რო დაგვრჩა ტკბილი.
    Culé [?]
    #5 16 აპრილი 2021 14:36
    0
    მოსაგებია თამაშიი.იმედია მესი ხასიათზე იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #4 16 აპრილი 2021 10:52
    0
    ის სუპერთასის ფინალი იყო ვალვერდებს ბილბაომ რომ გადაგვიარა:დ:დ რატომღაც კოპა მეგონა... აჰა კოპას ფინალი ამ ლოსებთან შორეულ წლებში გვაქვს წაგებული და იმედია ეს თავკობალა კაცი ამ ანტირეკორდსაც არ მიითვლის უნდა შერცხვეს რომ კიდე წააგოს ფინალი და კიდე ბილბაოსთან... არადა იმ ფინალში გრიზმანმა იფრინა და ვიგებდით კიდეც მისი გოლებით და იმ უხეირო წვერა კაცმა დაგვღუპა ამათი ჩაწოდება კლუბი დედას მივაცენზურე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 აპრილი 2021 22:11
    1
    უნდა მოვიგოთ ეს მაინც უნდა მოვიგოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #2 15 აპრილი 2021 20:39
    1
    კიევ ერთი come on boys🙏🙏💪💪💪
    Culé [?]
    #1 15 აპრილი 2021 18:53
    0
    ხოდა ზეგაც ვიგებთ!❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"