მორიბას მამა: ილაიშს წარმატების მიღწევა მხოლოდ ბარსელონაში სურს

მორიბას მამა: ილაიშს წარმატების მიღწევა მხოლოდ ბარსელონაში სურს

"ბარსელონას" 18 წლის ტალანტის, ილაიშ მორიბას მამა მამადი აცხადებს, რომ მისი შვილი კარიერის მოწყობას კატალონიურ კლუბში აპირებს.

ილიაში ყოველთვის მეუბნება, რომ წარმატების მიღწევა "ბარსელონაში" უნდა და არსად წასვლა არს სურს. მისი მომავალი "ბლაუგრანაზეა" დამოკიდებული. ჩემს შვილს უნდა, რომ "ლა მასიას" ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითო იყოს. სხვა კლუბებმა ბევრი ფული შემოგვთავაზეს, მაგრამ მას მხოლოდ "ბარსა" სურს.

მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე? არ ვჩქარობთ. მისი მომავალი ამ კლუბზეა დამოკიდებული. აქ კარგად ვართ. "ბარსას" ხელმძღვანელობის მადლიერი ვარ. რამონ პლანესთან და ბაკეროსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. აქ დარჩენა გვინდა.

ილაიშს პოგბას, ტურეს, ბუსკეტსს ადარებენ. ამისთვის მადლიერები ვართ, მაგრამ ილაიში ილიაშია. მომწონს, რომ მას ბუსკეტსს ადარებენ, რადგან ის ფენომენია. ვისურვებდი, რომ ილაიშმა "ბარსაში" სერჟიოს მსგავსი გზა გაიაროს.

ილაიშის ძელი "ელ კლასიკოში"? მან შესანიშნაავდ დაარტყა. ვერ გაიტანა, მაგრამ მომავალში ყველაფერი იქნება.

ჩემს შვილს ბავშვობიდანვე გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. იგი თანაგუნდელებს ყოველთვის იცავდა.

გვინდა, რომ ილიაში "ბარსას" სკოლის აკადემიის ფეხბურთელებისთვის მისაბაძი იყოს, ამიტომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც არაერთი შემოთავაზება გვქონდა, კონტრაქტი გავახანგრძლივეთ.

რონალდ კუმანს სიტყვებით ვერ აღვწერ. მისი მადლობელი ვარ, რადგან იგი ილაიშს პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობას აძლევს.

"მანჩესტერ სიტისგან", "ჩელსისა" და "იუვენტუსისგან" შემოთავაზებები გვქონდა. მათ პირობებს გავეცანით. ისინი უფრო მეტ ფულს გვთავაზობდნენ, მაგრამ "ბარსელონაში" დარჩენა გადავწყვიტეთ.

- ციტირებს ილაიშ მორიბას მამის სიტყვებს Cadena SER.

ახალგაზრდა ნახევარმცველის ანგარიშზე "ბარსას" პირველ გუნდში 10 მატჩი, 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 16 აპრილი 2021 18:45
    0
    ვნახოთ, რა იქნება სურვილები კარგი აქვს.
    Culé [?]
    #11 16 აპრილი 2021 14:30
    0
    მამას დიდი როლი აქვს ფეხბურთელის კარიერაში.ჰალანდის მამა ნეიმარისას გავს სამწუხაროდ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #10 15 აპრილი 2021 22:34
    2
    დიდმა ფულმა ბევრი შეიწირა, კარგია, რომ ასე უდგებიან ცხოვრებას. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო.... კარგი ახალგაზრდაა, ვფიქრობ დიდი მომავალი ელის!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 15 აპრილი 2021 21:38
    2
    ეეხ მურაბა, ის გოლი, რომ გაგეტანა ბოლოს, დღეს გმირი იქნებოდი.
    ფანი [?]
    #8 15 აპრილი 2021 21:14
    1
    მეტ გამოცდილებას მიიღებს , შეცდომებზე ისწავლის და გამოიწრთობა ♥ პოტენციალი დიდი აქვს
    ფანი [?]
    #7 15 აპრილი 2021 20:26
    2
    ნეიმარივით ფულის ღორი მამა არ ყავს,ბავშვის მომავალზე ფიქრობს!
    Culé [?]
    #6 15 აპრილი 2021 19:31
    2
    ეს საყრდენზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყენონ! შემტევია და ძალიან კარგადაც გამოსდის შეტევა პასი აქვს დარტყმა ნიჭი ხედვა მოკლედ ლამასია ეტყობა მაგრამ უნდა განვითარდეს პირველ რიგში კარგ მწვრთნელს ვუსურვებ ბარსელონაში რასაკვირველია დანარჩენი თავის თავზეა დამოკიდებული
    ფანი [?]
    #5 15 აპრილი 2021 16:48
    4
    ჯერ ვერ გაიგებ როგორი გამოვა, ფიზიკური მონაცემები აქვს და მონდომებულიც უნდა იყოს წესით. დანარჩენები თავის ნიჭზე და მომავალ მწვრთნელებზეა დამოკიდებული. იმედია კიდევ ერთი ლეგენდა შეემატება ბარსას რიგებს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 15 აპრილი 2021 16:35
    2
    ეს შავტრაკა სულ მალე ნახევარდაცვის მონსტრი გახდება იქით სეზონიდანვე უნდა შეაჩვიონ ნელნელა სასტარტოს ძალიან კარგი ბიჭია ეს შეიძლება ზუსტად ისაა რაც ახლა აკლია ჩვენს ნახევარდაცვას
    რათქმაუნდა ზედმეტი ორი კაპიკისთვის არ წავიდოდა არსად 18 წლის ღლაპი უკვე უშინაურდება ძირითად 11 ულს სად ნათელი მომავალი ბარსაში და სად საეჭვო სიტიში ჩელსიში ან იუვენტუსში
    Culé [?]
    #3 15 აპრილი 2021 16:29
    1
    "ჩემს შვილს ბავშვობიდანვე გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. იგი თანაგუნდელებს ყოველთვის იცავდა."
    რატო არ გაუმართლა და რატო არ გავიდა ის ბურთი😭😭 ხო მიიღებდა საკადრისს მთელი მადრიდი.
    სტილით პოგბას მართლა გავს, მაგრამ ილაიში ილაიშია, ბუსკეტსს მემგონი კარგად შეცლის დაკუმანმაც უნდ აიფიქროს რომ ბუსის ადგილას დააყენოს ხოლმე, ჯერ 18 წლისაა ეს რო კიდე გაიზრდება და საბოლოოდ დადგება ცხოველი იქნება❤️🤗
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 აპრილი 2021 16:26
    6
    სულით და გულით კულეა ვინ გაუშვებს ამაა მთავარია მოუმატოს და მოუმატოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #1 15 აპრილი 2021 16:13
    7
    არაჩვეულებრივი ხალხი 💙❤️ ასეთი მამის დამსახურებაა ასეთი შვილი ! მორიბა ძალიან ძალიან ბევრს მიაღწევს ჩვენთან ერთად 💙❤️✊🏻