"არსენალი" და "ჩელსი" ერიკ გარსიას გადაბირებას გეგმავენ

"არსენალი" და "ჩელსი" ერიკ გარსიას გადაბირებას გეგმავენ

"მანჩესტერ სიტის" მცველს, ერიკ გარსიას, რომელიც "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ახალი მსურველები გამოუჩნდნენ.

ბრიტანული გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბები, "არსენალი" და "ჩელსი" გეგმავენ, რომ 20 წლის მოთამაშის კატალონიურ კლუბში დაბრუნება ჩაშალონ და თავიანთ რიგებში გადაიბირონ.

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში გარსია თავისუფალი აგენტი გახდება. ის "ბარსელონაში" თამაშის წინააღმდეგი არაა, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, ვინაიდან "ბლაუგრანამ" გარსიასთვის თავდაპირველი შეთავაზებული წინადადება შეცვალა. ახლა ყველაფერი თავად ესპანელ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 აპრილი 2021 20:46
    0
    "არსენალი" და "ჩელსი" გეგმავენ, რომ 20 წლის მოთამაშის კატალონიურ კლუბში დაბრუნება ჩაშალონ და თავიანთ რიგებში გადაიბირონ.
    ანუ ჯერ ჩაშლიან და მერე გადაიბირებენ? პირდაპირ რო შესთავაზონ იმაზე მეტი რასაც ბარსა პირდება? ჩაშლილი არ იქნება.
    Culé [?]
    #4 16 აპრილი 2021 14:11
    0
    Don_Andresito,
    ისე მართლა სიტიდან რო წამოვიდეს და არსენალში მივიდეს მაგარი ღადაობა იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 აპრილი 2021 16:04
    1
    უფასო ხორცის სუნი ეცა მავანს და დაიქოქნენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 აპრილი 2021 14:55
    0
    არსენალი არა ზარბაზანი ბარსაში მოდის რა არსენალი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #1 15 აპრილი 2021 13:48
    0
    შამაახტით. ტიპს ინგლისში ცხოვრება რო უნდოდეს და ბარსაში როგორც სახლში დაბრუნება არა, გიჟია არსენალში ან სხვაგან წასულიყო და პეპთან არ დარჩენილიყო? რო გაეხანგრძლივებინა ბევრად მეტ დროს მიიღებდა.