MD: ბარსელონას კონტრაქტების ახალი ფორმულა ახალგაზრდებისთვის

MD: ბარსელონას კონტრაქტების ახალი ფორმულა ახალგაზრდებისთვის

"ბარსელონამ" კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის ხელშეკრულების ახალი პირობები შეიმუშავა, იტყობინება Mundo Deportivo.

აქამდე, "ბარსა" ფეხბურთელების კონტრაქტებში მათი 2 წლით გახანგრძლივების პუნქტს დებდა, რომლის ამოქმედებაც კლუბს დამოუკიდებლად შეეძლო, რაც, ახლახანს, ალექს კოლიადოს შემთხვევაში მოხდა და სავარუდოდ, ოსკარ მინგესას შემთხვევაშიც მოხდება.

ამ უფლების არგამოყენების შემთხვევაში, კლუბს ფეხბურთელისთვის, კომპენსაციის სახით, 200-დან 600 ათას ევრომდე გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.

"ბარსელონას" ახალ სპორტულ დირექტორს, მატეუ ალემანის, არსებული პრაქტიკის შეცვლა სურს. მისი აზრით, უმჯობესი იქნება თუ ახალგაზრდებთან ფიქსირებული 3-წლიანი კონტრაქტები გაფორმდება და ამ გზით კლუბი დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს თავიდან აიცილებს.

შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, "ბარსამ" გამონაკლისი დაუშვას. კატალონიური გამოცემის თქმით, ასეთი გამონაკლისი, სავარაუდოდ, ილაიშ მორიბას კონტრაქტი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 16 აპრილი 2021 14:00
    0
    კარგი გადაწყვეტილებაა.ლა მასიელებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 აპრილი 2021 10:41
    0
    2 წელი 3 წელი, რა აზრი აქვს კარგ ფეხბურთელს კოჭებში ეტყობა რაც არის და დროზე უნდა ყველას მიხედვა, სხვა სადარდებელი ლა მასიას არ უნდა ქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 15 აპრილი 2021 10:17
    2
    თავი და თავი მთავარი მწვრთნელია, ზიზუმ არაფრისგან ძირითადი "იგროკების" გარეშე მიაპობს და შექმნა გუნდი, ჩვენთან პლანეტის ვარსკვლავებია, მარა რად გინდა.
    ბარსას უთავო მხედარი ჰყავს!
    ამას დანახვა უნდა, ზიზღი და ბოღმა კარგს არ მოიტანს არასდროს.
    თავი თუ გაქვს ითამაშე მაშინ!!! და გამართლება, არ გამართლებაზე შეწყვიტო უნდა საუბარი!!!
    წევრი [?]
    #3 14 აპრილი 2021 21:24
    1
    რეალს კიდე მოუმატეს კოეფიციენტი, ეს რაღაც არაა წმინდა, ასე აგდებულად არ უნდა უყურებდნენ რეალს ენფილდზე კი არა სულ რომ კლოპის ეზოში თამაშობდნენ რეალია და ძალიან ძლიერი გუნდია. ლიფერპულს კი პირით დააკლეს და არ ვარგა ეს ყველაფერი :დ 1.90 აქვს ლივერის მოგებას და რეალს უკვე 3.60, როცა დილით ლივერის მოგებას 1.94 ქონდა და რეალს 3.45 :დ ასე აბუჩად აგდება რეალის ძალიან ცუდად არ დამთავრდეს :))))
    Culé [?]
    #2 14 აპრილი 2021 21:20
    0
    მგონი კარგია ფული დაიზოგება. და თუ ვინმემეს გაშვება არ გვსურს გამონაკლისიც დაიშვებაო..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #1 14 აპრილი 2021 21:06
    0
    პირველ რიგში მინგესა და მორიბაა დანარჩენი მერე....