14 "ბარსელონელი", რომელსაც კოპა დელ რეის ფინალი არასდროს უთამაშია

14 "ბარსელონელი", რომელსაც კოპა დელ რეის ფინალი არასდროს უთამაშია

"ბარსელონა" კოპა დელ რეის აბსოლუტური ჩემპიონია. კლუბს კოპას თასი 30-ჯერ აქვს მოგებული, მეტჯერ, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდს. კატალონიელებმა ბოლოს ამ ტურნირზე 2017/2018 წლების სეზონში იმარჯვებს, მიმდინარე კვირას კი "ბარსელონას" შანსი აქვს კოპა დელ რეის ჩემპიონი კვლავ გახდეს. Marca-ს ცნობით, "ბლაუგრანას" ამჟამინდელი შემადგენლობიდან 14 ფეხბურთელს კოპა დელ რეის ფინალში არ უთამაშია. გარდა ახალგაზრდებისა, ტურნირის დასკვნით ეტაპზე "ბარსელონას" მაისურით არ უთამაშიათ ანტუან გრიზმანს, ნეტუს, მირალემ პიანიჩს, მარტინ ბრეითუეტს. კოპა დელ რეის ფინალში თამაშის გამოცდილება არ აქვთ ფრენკი დე იონგს, რონალდ არაუხოს, რიკი პუჩს, ოსკარ მინგესას, პედრის, სერჟინიო დესტს, ჟუნიორ ფირპოს, ტრინკაუს, მატეუს ფერნანდესსა და მორიბას. 

ზემოხსენებულ ფეხბურთელთა უმრავლესობა ძირითადი შემადგენლობიდან თუ სათადარიგოთა სკამიდან შეძლებს შეხვედრაში მონაწილეობას და გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება. ტურნირის ფინალი 17 აპრილს,  თბილისის დროით 23:30 წუთზე "ლა კარტუხაზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 16 აპრილი 2021 13:55
    0
    იმედია მოიგებენ ფინალს და მთლად არ მოგვეჭრება თავი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #9 15 აპრილი 2021 11:39
    0
    ბარსას ცხვარი ყავს შესაწირი, შელოცვა უნდათ, თუნდაც ხოჯასი.

    ვინც თამაშობდა ხომ ბრდღვნით, ტქვე ცარაკუებო

    დემბელე ცალტვინა უთავო ქათამია, პიანიჩი დაძმარდა სკამზე, ან რატომ მოიყვანეს, მართლა დასაძმარებელი იყოო? კოუ ლენინის მავზულეუმში გაასწორებდა, ლენგლეს, გრიზის და უმტიტის სტოპ! არაა ბარსას ხიბლი და გული! არაუხოს და დესტზე ვიტყუებთ თავს! ეს განგაშია ფსიხოფრენია, გვგონია გვყავს მაგრამ 00!! კუმანი არაა ბარსას მწვრთნელობის ღირსი!
    რას იტყვით ჩემო კულეებო, მითხარით, მანუგეშეთ ან გამისწორეთ ეს ასეა, თუ არა! კლუბი განადგურების გზაზეა პატრონი არ ჰყავს ლაპორტა ახლა მოვიდა ეგრევე რეორგანიზაცია გაუჭირდება

    ოეეეეეე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 აპრილი 2021 10:46
    0
    სუპერთასი ხო აქვთ ნათამაშევი და რა დიდი განსხვავება ამაშია?
    გულშემატკივარი [?]
    #7 15 აპრილი 2021 10:30
    0
    ვინც თამაშობდა ხომ რასამბობ, ბდღვნის
    ფანი [?]
    #6 14 აპრილი 2021 23:57
    0
    Konrad de la Fuente,
    არა, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 აპრილი 2021 23:35
    0
    მარტო თამაში კი არა, თასი უნდა აწიონ, რაც მთავარია
    Culé [?]
    #4 14 აპრილი 2021 20:04
    0
    რობერტო ! სამაგიეროდ რობერტოს ააქვს გამოცდილება laughing laughing laughing
    ფანი [?]
    #3 14 აპრილი 2021 19:22
    0
    კომს რო წერთ თქვენთანაც სჭირდება რესტარტი რო გამოჩნდეს?
    Culé [?]
    #2 14 აპრილი 2021 19:11
    2
    დემბელე აღარ დამანახოს ძირითადში :(((

    გრიზი-მესი-ტრინკაუ
    ალბა-დე იონგი-ბუსკეცი-დესტი
    ლენგლე-პიკე-მინგეზა
    ტერ შტეგენი
    Culé [?]
    #1 14 აპრილი 2021 19:08
    0
    ერთადერთი ვინც ვიცი რომ არ ითამაშებს არის ფერნანდესი. რატო ვიყიდეთ ვაფშე ვერ ვხვდები..😁
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"