პეპ გვარდიოლა: ჩემი ფეხბურთელები ცივსისხლიანი მკვლელები იყვნენ

პეპ გვარდიოლა: ჩემი ფეხბურთელები ცივსისხლიანი მკვლელები იყვნენ

პეპ გვარდიოლამ TV3-ისთან მიცემულ ინტერვიუში მისი "ბარსელონური" კარიერა და გუნდის მწვრთნელის რანგში ბოლო ჩატარებული ფინალი გაიხსენა. იმ სეზონში "ბლაუგრანა" კოპა დელ რეის გამარჯვებული გახდა. კლუბის მეტოქე, წლევანდელის მსგავსად, "ბილბაო" იყო.

"მოედანზე "ბილბაოს" ფეხბურთელთა დაძაბულობა შესამჩნევი იყო, "ბარსელონა" კი თითქოს ამხანაგურ თამაშს ატარებდა, ჩემმა ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ამ თამაშს მოიგებდნენ. "ბილბაო" დანებებას არ აპირებდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო. თუ მოვინდომებდით 5 გოლის გატანა შეგვეძლო, თუ 8 გოლი მოგვინდებოდა, 8-ს გავიტანდით. ჩემი ფეხბურთელები უწყინარი იყვნენ, თუმცა მოდენაზე ცივსისხლიანი მკვლელები ხდებოდნენ", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 15 აპრილი 2021 14:19
    0
    მაგრად გაუმართლა ამის სიტის დორტმუნდთან.იმედია პსჟ-ს სათანადოდ ეთამაშებიან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 აპრილი 2021 11:02
    0
    კი ნამდვილად ასე იყო, 3 გოლი და დასვენება, როგორც წესი გვარდიოლას დროს. და არა ისე როგორც დღეს 1 გოლი დასვენება და ბოლო წუთზე გაფრინდა 3 ქულა.
    Culé [?]
    #3 14 აპრილი 2021 20:03
    0
    ფილმებში რომაა ხოლმე ერთერთ მთავარ როლს ასრულებს ხოლმე მსგავსი ტიპაჟი, აი წარსულში რაღაცას უმაღლეს დონეზე რომ აკეთებდა მერე ან ოჯახი ან ვინმე ოჯახის წევრი რომ დაეღუპა და რომ მიანება თავი იმ საქმეს, აი მაგ პერსონაჟს მაგონებს გვარდიოლა😂 ბარსაში აკეთებდა მაგ თავის საქმეს უმაღლეს დონეზე მერე წავიდა და სხვაგან რაღაც უღიმღამოდ უდგება😂 ნუ რავი სუბიექტურია ეს აზრი რათქმაუნდა მაგრამ ასე წარმომესახა ჩვენი ლეგენდა კაცი ეს სტატია რომ წავიკითხე❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 აპრილი 2021 19:03
    1
    ეეეჰ სადღა გვყავს ეგეთი ცივაისხლიანები ეხლა ყველა მესის ტენის ბურთს და გაშვებულ გოლზე შორტში ისვრის რაც მესიზეც მოქმედებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 14 აპრილი 2021 17:50
    3
    ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში 114 საგოლე შანსი შექმნა აქედან მისმა თანაგუნდელებმა მხოლოდ 11 შანსის გამოყენება შეძლეს

    და აქ ვიღაცეები წერენ რაში გვჭირდება ჰოლანდი ეგ ბარსას სტილის არაა ,,გაიქეცი დაარტყი" ფორვარდიაო. სწორედ ეგ დაარტყი გვაკლია.