ჩემი სიტყვებით: ანდონი გოიკოეჩეა

ჩემი სიტყვებით: ანდონი გოიკოეჩეა

 სულ მცირე ხანში ესპანეთის სამეფო თასის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი კლუბები, „ბილბაო“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, „ბარსას“ ოფიციალურმა საიტმა, რუბრიკაში „ჩემი სიტყვებით“ ანდონი გოიკოეჩეა მოიწვია, რომელმაც „ბარსელონასა“ და „ბილბაოში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

80-იანებსა და 90-იანებში გოიკოეჩეა პოპულარული გვარი იყო საფეხბურთო სამყაროში, ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელი ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს, არგენტინელი გოიკოჩეა იყო დიეგო მარადონას ძმაკაცი და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯი, „ბილბაოელი“ ანდონი გოიკოეჩეა იყო ის კაცი ვინც დიეგო მარადონას კოჭი მოტეხა, ხოლო ჟონ ანდონი გოიკოეჩეა იყო ფეხბურთელი, რომელმაც ორივე კლუბში ითამაშა - „ბარსაშიც“ და „ბილბაოშიც.

ამავე რუბრიკაში ძველი ამბები გაუხსენებიათ ხრისტო სტოიჩკოვს, მიქაელ ლაუდრუპს, ედმილსონს, რომელთაც ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს და შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ.

მაშ ასე, გოიკოეჩეა, მისივე სიტყვებით.

კოპა დელ რეი, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტიტული იყო, მაგრამ არასდროს მქონია მისი აღმართვის პატივი, დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს აუცილებლად დავისახავდი მიზნად და იმედიც მექნებოდა, რომ ჩემი „ბარსელონაში“ ყოფნის დროს ამ ოცნებასაც ავიხდენდი. მე ოქროს ეპოქის ნაწილი ვიყავი, იოჰან კრუიფის დრიმთიმის წევრი, ეს იყო დიდი ცვლილებების ეპოქა, რომელსაც, სწორედ კრუიფმა ჩაუყარა საფუძველი და ვხედავთ, რომ მისი იდეები რონალდ კუმანის „ბარსელონაშიც“ განაგრძობს არსებობას.

ამ სეზონში ტიტულის მოგება უმნიშვნელოვანესია, ეს მეტ თავდაჯერებას და თვითრწმენას შესძენს როგორც რონალდ კუმანს, ისე ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მეტ დროს იღებენ. ეს მათი პირველი დიდი გამოცდა იქნება, ფინალში აუცილებლად მიიღებენ შანსს, რა თქმა უნდა, „ბარსა“ ფავორიტია, მაგრამ ეს ფინალია და წინასწარ არაფერი იცი.

ჯერ კიდევ მწარედ მახსოვს 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ჩვენ ფავორიტებად ვითვლებოდით, ზღაპრულ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ 4:0 წავაგეთ, თამაშის წინ არც თავდაჯერება გვაკლდა და არც მოტივაცია, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიელებმა ბევრად უკეთ ითამაშეს.

ასეთი მარცხი უკვალოდ არასდროს ჩაივლის, ასეთ მარცხს ყოველთვის მოჰყვება ცვლილებები, იოჰანმა ჩათვალა, რომ ცვლილებების დრო იყო და სწორედ ამ დროს დავტოვე კლუბი, წავედი იმ გუნდში, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ადგილი ჩემს გულში. უდიდესი ბედნიერება იყო თეთრ-წითელი მაისურის ტარება, ბედნიერი ვარ, რომ „ბილბაოს“ ღირსების დაცვა მიწევდა.

კოპა დელ რეი არც „ბილბაოს“ შემადგებლობაში მომიგია, არადა, ეს ზუსტად ის ტიტულია, რომლის მთავარ ფავორიტადაც მაშინ ყოველთვის „ბილბაო“ ითვლებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ბილბაომ“ 3 აპრილს ფინალი „სოსიედადთან“ წააგო, მათთვის ამაზე დიდი გამაღიზიანებელი არ არსებობს, ამიტომ გაორმაგებული ძალებით ეცდებიან, რომ მორიგი შანსი ხელიდან არ გაუშვან.

ბასკებმა უკვე დაამარცხეს „ბარსა“ სუპერ თასის ფინალში, „ბარსელონას“ ბევრჯერ დაუმარცხებია „ბილბაო“ გადამწყვეტ შეხვედრებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი მოედანზე ბურთი გაგორდება, წარსულზე აღარავინ იფიქრებს და ნერვიული ფონიც გაქრება.

რჩევების მიცემა არავისთვის შემიძლია, მით უმეტეს, რონალდ კუმანისთვის, მან ყველაზე მეტი იცის მსგავსი დაპირისპირებების შესახებ და „ბილბაოელებს“ ფეხბურთელის რანგშიც დაპირისპირებია. მან იცის „ბილბაოსა“ და მისი ფანების ხასიათის შესახებ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად, ამავე დროს, მგონია, რომ „ბარსას“ ყველაფერი აქვს ფინალში გამარჯვების მისაღწევად.

 ვფიქრობ კუმანის ახალმა ტაქტიკამ ყველა გაგვაოცა, ის ცვლილებებს და გარდაქმნას არ ერიდება, სიახლემ გუნდს წარმატება მოუტანა, კუმანი შიშის გარეშე მოქმედებს და თუ მომდევნო საფეხურზეც გახდა ცვლილებები საჭირო, ამას აუცილებლად გააკეთებს, რადგან თამაში იდეალურად ესმის.

როგორც ფეხბურთელი ლიდერი ვიყავი, როცა „ბარსაში“ ჩავირიცხე კუმანი უკვე უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ითვლებოდა, არც მაშინ და არც მას მერე, არ მინახავს ფეხბურთელი, რომელაც მოედნის ამხელა მონაკვეთზე ჰქონოდეს გავლენა და ისე ძლიერად ურტყამდეს კარში, როგორც რონალდ კუმანი. ის შეუდარებელი იყო და დღემდე ლიდერია, ბურთი იდეალურად ამოჰქონდა, მაქსიმალურად ფოკუსირებული იყო, ასეთი მრავალმხრივი მცველი არასდროს მინახავს.

რა თქმა უნდა, კარგი თანაგუნდელი იყო, გასახდელში კარგი ატმოსფერო გვქონდა, დრიმთიმი ძალიან შეკრული გუნდი იყო და ასე ვაგრძელებთ კიდეც ურთიერთობას. კუმანს ისევ ვხედავ ხოლმე და როგორც წესი, ფეხბურთზე ვსაუბრობთ. მახსოვს, როდესაც „ოსასუნაში“ მწვრთნელობას ვიწყებდი ჰოლანდიელ ფეხბურთელებზე დავეკითხე, ასევე ბევრი ვისაუბრეთ „უემბლის“ ფინალის 25 წლის იუბილეზე.

1992 წლის ფინალი კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, მაშინ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი ამას, ახლა კი ვხვდები, რომ, სწორედ იმ ფინალმა განსაზღვრა ბევრი რამ, ერთი მხრივ, ეს იყო დიდი უიღბლობის დასასრული, ხოლო მეორე მხრივ, ეს გახდა კიდევ უფრო დიდი გზის დასაწყისი.

იოჰან კრუიფის ერამ, სტოიჩკოვთან, კუმანთან, ლაუდრუპთან, რომარიოსთან, ბეგირისტაინთან, ეუსებიოსთან, ამორთან, ბაკეროსთან და ჩემთან ერთად, „ბარსელონა“ სამუდამოდ შეცვალა. ამხელა გავლენა კლუბზე დაარსების დღიდან არავის მოუხდენია.

 დრიმთიმმა ჩაყარა მომავალი „ბარსას“ საფუძველი, რონალდინიოსა და მესის „ბარსელონას“ საფუძვლები, არგენტინელი რასაც „კლუბისთვის“ აკეთებს წარმოუდგენელია, ბარსელონას მთავარ ქუჩაზე მიდი ძეგლის უნდა დაიდგას.

მჯერა, რომ ფინალში განსაკუთრებულ როლს ითამაშებს, წნეხი კი დიდი იქნება, როცა „ბარსას“ ფორმა გაცვია, ყველა მატჩის მოგება მოგეთხოვება, განსაკუთრებით კი ფინალის.

გამიმართლა, რომ „ბარსელონაში“ გატარებული ოთხი წლის შემდეგ, რვა ტიტული მოვიგე და თითქმის ყველა მატჩში მივიღე მონაწილეობა, დიდი პატივია, რომ კრუიფის ხელმძღვანელობით ვითამაშე და ჩემი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა კლუბის ისტორიაში, მაგრამ კოპა დელ რეის მაინც ვერ შევწვდი.

ორივე კლუბს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში და ფინალს მოუთმენლად ველი.“

პატივისცემით - ჟონ ანდონი გოიკოეჩეა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 აპრილი 2021 14:09
    0
    ისე სოსიედადთან რომ მოეგო ბილბაოს არ მოიკლავდნენ დღეს მაინც და მაინც თავს.ახლა ათმაგად მოტივირებულები იქნებიან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 აპრილი 2021 16:52
    0
    ზალიან ბევრი ახალი შევიტყვეთ, მაგრამ მე ის ფინალი არ მავიწყდება მილანთან 1994 წელს, მილანის მოგებაზე არავინ ფიქრობდა, ბარსა სასწაული იყო იმ წელს. მაგრამ რაც დაარტყეს მილანელებმა ცენტრიდან, საჯარიმოს გარედან ყველაფერი გადიოდა რაღაც სასწაული ტრაექტორიებით, მოკლედ მაგარი სუფრა ჩაგვიშხამეს.
    Culé [?]
    #1 14 აპრილი 2021 15:15
    0
    ლეგენდა!