ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი "ბარსელონასთვის" პრიორიტეტად რჩება

ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი "ბარსელონასთვის" პრიორიტეტად რჩება

"ბარსელონა" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, 20 წლის ნორვეგიელის ტრანსფერი კატალონიური კლუბისთვის პრიორიტეტად რჩება. "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჰოლანდის შეძენას უახლოეს ზაფხულში შეეცდებიან. თუ სკანდინავიელი მოთამაშე გერმანელთა რიგებში დარჩება, "ბარსა" მის გაფორმებას მომავალ წელსაც შეეცდება, როცა მისი სატრანსფერო თანხა 75 მილიონ ევრომდე შემცირდება.

წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონაში" მიიჩნევენ, რომ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ისინი მადრიდის "რეალთან" უპირატესობას ფლობენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 14 აპრილი 2021 21:17
    0
    ეს რაღაც ფულის ხამი როჟა ჩანს და თუ დაიწყო ფულის გამო ყოყმანი არც ღირს ამის მოყვანა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 აპრილი 2021 17:03
    0
    "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჰოლანდის შეძენას უახლოეს ზაფხულში შეეცდებიან. თუ სკანდინავიელი მოთამაშე გერმანელთა რიგებში დარჩება, "ბარსა" მის გაფორმებას მომავალ წელსაც შეეცდება, როცა მისი სატრანსფერო თანხა 75 მილიონ ევრომდე შემცირდება.
    რას ჰქვია თუ გერმანელთა რიგებში დარჩება, თუ ვერ ვიყიდეთ არ შეიძლება დავწეროთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 აპრილი 2021 16:58
    1
    იმხელა თანხები მოხიეს ცალკე ბორუსიამ ცალკე რაიოლამ რო რავი არამგონია გამოვიდეს ეს ტრანსფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    KMB
    გულშემატკივარი [?]
    #7 14 აპრილი 2021 15:37
    1
    Anano_Ch,
    ბარსაზე გაცილებით უკეთესი სიტუაცია აქვს რეალს. ვალი აქვს სადღაც 900 მილიონი. აქედან 500 მილიონი არის ბერნაბეუს რემონტის ვალი. რომლის გადახდაც წლებზეა გადანაწილებული. 30 მილიონი უნდა გადაიხადოს წელიწადში. პერესმა უკვე ორი კომპანია დაარწმუნა სპნსორობაში და დაახლოებით 300 მილიონის ინვესტიცია უკვე მოიზიდა. 100-150 მილიონი რეალს ყოველთვის რჩებოდა ხოლმე ვალი. ასე რომ ამ ზაფხულს თავისუფლად შეუძლია გაიწიოს ორივეზე + ახალი ბერნაბეუ წელიწადში 200 მილიონს მოუტანს. საკმაოდ კარგი ვითარებაშია რეალი.
    ფანი [?]
    #6 14 აპრილი 2021 15:26
    1
    Არც ისეთი მაგარია ეს, 150 მილიონი ნამდვილად არ ღირს
    --------------------
    Დემბელე მოკვდი
    წევრი [?]
    #5 14 აპრილი 2021 15:25
    0
    ციტატა: Visca el barca
    არარეალური მგონია ამის ტრანსფერი ბევრი მიზეზის გამო, რეალში ამოყოფს თავს მგონია მბაპესთან ერთად


    ორივეს ერთად იყიდეს შენი აზრით რეალი? ბარსაზე უკეთესი სიტუცია კი არ აქვთ მაგათაც ფინანსების მხრივ. ერთის ყიდვაც სერიოზული ნაბიჯია დღევანდელ მდგომარეობაში ნებისმიერი კლუბისთვის, ორივე ზღაპარია.
    Culé [?]
    #4 14 აპრილი 2021 14:55
    0
    ციტატა: rivaldo80
    არ მიყვარს ფეხბურთელი რომელიც ნამიოკით მაინც არ გამოხატავს ინტერეს კლუბის მიმართ და არც მჯერა ეგეთი ვარსკლავების.ესეიგი ვინც გადაიხდის იმის ვარ პრინციპით დიდი ფეხბურთელები ვერ ხდებიან...მერე კიდე ბარსა გაიქეცი დარტყი არა ადგილზე უნდა შვებოდეს საოცრებებს ფორვარდი ბარსაში რომ გაიბრწყონოს.კი ჯერჯერობოთ ყრის გოლებს მაგრამ მაინც ვერ ვხედავ ბარსაში და არც მჯერაა ეს ლევანას და სუას დონეზე მივიდეს...ან ამის ფული სადაა

    როგორც შენ მოიხსენიე ეგეთი გაიქეცი და დაარტყი რო არგვყავს გუნდში მაგიტომაც იმაზება ამდენი მომენტი. 😊 ტიპი საჭარიმოსთან ახლოს ბურთს რო მიიღებს მომენტების სრული უმეტესობა გოლიტ მთავრდება. ეს საუკეთესო ვარიანტია შედეგებიდან და ასაკიდან გამომდინარე მარა ძაან დიდი სისულელეა. ამხელა თანხას ბარსა ვერ გადაიხდის თუ კოუტინიო დემბელე ან გრიზმანი არ გაყიდა. და რაღაც არ ეტყობა რო დემებელეს ან გრიზმანს გაყიდვას უპირებენ.
    წევრი [?]
    #3 14 აპრილი 2021 14:35
    0
    კაი ხანია გოლი არ გაუტანია დღეს რას იზამს ნეტა
    ფანი [?]
    #2 14 აპრილი 2021 14:21
    0
    არ მიყვარს ფეხბურთელი რომელიც ნამიოკით მაინც არ გამოხატავს ინტერეს კლუბის მიმართ და არც მჯერა ეგეთი ვარსკლავების.ესეიგი ვინც გადაიხდის იმის ვარ პრინციპით დიდი ფეხბურთელები ვერ ხდებიან...მერე კიდე ბარსა გაიქეცი დარტყი არა ადგილზე უნდა შვებოდეს საოცრებებს ფორვარდი ბარსაში რომ გაიბრწყონოს.კი ჯერჯერობოთ ყრის გოლებს მაგრამ მაინც ვერ ვხედავ ბარსაში და არც მჯერაა ეს ლევანას და სუას დონეზე მივიდეს...ან ამის ფული სადაა
    ფანი [?]
    #1 14 აპრილი 2021 14:07
    0
    არარეალური მგონია ამის ტრანსფერი ბევრი მიზეზის გამო, რეალში ამოყოფს თავს მგონია მბაპესთან ერთად
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.