ლიონელ მესიმ Sinovac-ის დირექტორებს მაისურები გაუგზავნა

ლიონელ მესიმ Sinovac-ის დირექტორებს მაისურები გაუგზავნა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის ვაქცინის პრობლემაა, CONMEBOL-მა 50 000 ვაქცინის დონაცია მოახერხა, რომელიც კოპა ამერიკაზე მონაწილე ფეხბურთელებისთვისაა განკუთვნილი. ასევე, აიცრებიან სამხრეთ ამერიკაში საკლუბო დონეზე მოასპარეზე მოთამაშეები.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხში დიდი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა - "ლა პულგამ" შეიტყო, რომ ჩინეთის ფარმაცევტული კომპანიის, Sinovac-ის დირექტორები მისით აღფრთოვანებულნი არიან, რის გამოც მათ, თავისი ხელმოწერით, 3 მაისური გაუგზავნა.

ამის შესახებ ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ფეხბურთის გენერალური მდივნის მოადგილისა და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (CONMEBOL) განვითარების დირექტორი, გონსალო ბელოსო გვამცნობს: "ის ჩვენი მიღწევის ნაწილია", - წერს არგენტინელი Twitter-ზე.

ლეოსა და ზემოხსენებულ კონფედერაციას შორის არცისე დიდი ხნის წინ არსებული უთანხმოების გათვალისწინებით, ლეგენდარული ფეხბურთელისგან ეს ნამდვილად კარგი ჟესტია. ბრაზილიაში ჩატარებული 2019 წლის კოპა ამერიკის მსაჯობით უკმაყოფილო მესიმ განაცხადა, რომ "ამ კორუფციის ნაწილი არ უნდა ვიყოთ".

50 000 ვაქცინაზე ცნობილი დღეს გახდა. CONMEBOL-ის პრეზიდენტის, ალეხანდრო დომინგესის განცხადების თანახმად, ვაქცინის შეძენაში მთავარი როლი ურუგვაის პრეზიდენტს, ლუის ლაკალე პოუს აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 14 აპრილი 2021 21:15
    0
    ისე წინა კოპაზე მესამე ადგილისთვის მატჩში ლეოს რაზე მისცეს წითელი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 აპრილი 2021 17:06
    0
    ეს ჩინური ვაქცინა რო ვერ ვაქცინობს ბოლომდე იცის ლეომ.
    ფანი [?]
    #2 14 აპრილი 2021 14:08
    0
    ..და თანხაც რომ მიეყოლებინა არაა???
    მაისურებმა გადაწყვიტა ყველაფერი? smile
    გულშემატკივარი [?]
    #1 14 აპრილი 2021 13:35
    0
    ვაიმე ლეო როგორი კეთილი ხაააარ <3