ანსუ ფატის მესამე ოპერაცია არ დასჭირდება | Cat Radio

ანსუ ფატის მესამე ოპერაცია არ დასჭირდება | Cat Radio

Cat Radio-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ტალანტის, ანსუ ფატის მდგომარეობა ცნობილი ექიმის, რამონ კუგატის ხელში უმჯობესდება და მოსალოდნელია, რომ მას კიდევ ერთი ოპერაცია არ დასჭირდება.

18 წლის ფეხბურთელმა გასული წლის ნოემბერში მენისკის დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც მუხლის არეში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც წყარო იტყობინება, წარმოშობით გვინეა-ბისაუელი, მარტში წარმოქმნილი გართულებების მიუხედავად, რეაბილიტაციის პროცესს ქირურგიული ჩარევის გარეშე განაგრძობს.

აშკარაა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში ანსუმანეს მონაწილეობის შანსი თითქმის არ არსებობს, თუმცა ესპანელი წინასასეზონო მომზადების პერიოდში გუნდთან ერთად იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 14 აპრილი 2021 21:11
    0
    პრე სეზონზე კოლადო,კონრადი,ბალდე და ნიკო გონსალესი უნდა გამოიცადონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 აპრილი 2021 18:41
    0
    ციტატა: nika 54
    როგორც წყარო იტყობინება, წარმოშობით გვინეა-ბისაუელი, მარტში წარმოქმნილი გართულებების მიუხედავად, რეაბილიტაციის პროცესს ქირურგიული ჩარევის გარეშე განაგრძობს.

    შენი აღნიშვნის მერე ამას მეც ვაკვირდები უკვე და ეგრევე ვხვდები, თუ ვინ წერს ამ სიახლეს. smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 აპრილი 2021 16:57
    0
    ჯანდაბას ეს სეზონი მთავარია მომავალი სეზონიდან იყოს ხოდზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 14 აპრილი 2021 12:58
    0
    ციტატა: DE PE FA
    ციტატა: Don_Andresito
    ამის ტრავმას ყველას ტრავმა ჯობდა. რამდენი გამოუსადეგარი გვყავს.

    ვინ იცის დღეს სად ვყოფილიყავით ეს როარ დამტვრეულიყო.1 დაზუსტებით ვიტყვი ლა ლიგა განაღდებული თუ არა მეორე ადგილოსანი 6-7 ქულით უკან იქნებოდა🙃და სავარაუდოთ დღეს დაველოდებოდით ლივე რეალში გამარჯვებულს.

    აფსუს დემბელეს ნაცვლად ეს ყოფილიყო პსჟ-სთან ლიგაზე გვექნებოდა პრეტენზია
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 აპრილი 2021 12:51
    2
    როგორც წყარო იტყობინება, წარმოშობით გვინეა-ბისაუელი, მარტში წარმოქმნილი გართულებების მიუხედავად, რეაბილიტაციის პროცესს ქირურგიული ჩარევის გარეშე განაგრძობს.
    წევრი [?]
    #2 14 აპრილი 2021 12:40
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ამის ტრავმას ყველას ტრავმა ჯობდა. რამდენი გამოუსადეგარი გვყავს.

    ვინ იცის დღეს სად ვყოფილიყავით ეს როარ დამტვრეულიყო.1 დაზუსტებით ვიტყვი ლა ლიგა განაღდებული თუ არა მეორე ადგილოსანი 6-7 ქულით უკან იქნებოდა🙃და სავარაუდოთ დღეს დაველოდებოდით ლივე რეალში გამარჯვებულს.
    [?]
    #1 14 აპრილი 2021 12:19
    2
    ამის ტრავმას ყველას ტრავმა ჯობდა. რამდენი გამოუსადეგარი გვყავს.