ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 აპრილს მოხდა.
თამაშები
14 აპრილს "ბარსელონას" 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1901 წელი
კატალონიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ისპანიამ" "ბარსელონასთან" 1-1 ითამაშა, რის წყალობითაც ჩემპიონობა მოიპოვა. "ბარსა" კონკურენტს 2 ქულით ჩამორჩა.
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 31 გოლით "ბარსელონას" დამაარსებელი ჟოან გამპერი გახდა, მეორე ადგილზე გასულმა გუსტავო გრინმა ("ისპანია") კი მხოლოდ 9 გოლი გაიტანა.
1901 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1921-27) და მწვრთნელი (1939-41) ჟოზეპ პლანასი.
1932 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ესტებან არენა. 1954-1956 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
1940 წელი
"ლეს კორტსზე" გამართული "ელ კლასიკო" უგოლოდ დასრულდა.
1991 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი მარტინ მონტოია. 2008-2015 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 69 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მონტოიამ "ბარსელონასთან" ერთად 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1991 წელი
გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აღებული იძულებითი პაუზის შემდეგ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი საქმეს დაუბრუნდა, მისმა გუნდმა კი "კასტელონი" სტუმრად 1-0 დაამარცხა. ეს თამაში კრუიფისთვის "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში ლა ლიგაში მე-100 გამოდგა.
1997 წელი
რონალდოს აგენტმა, რეინალდო პიტამ განაცხადა, რომ "ბარსელონა" და ბრაზილიელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში 2006 წლამდე უნდა ყოფილიყო.
2001 წელი
"ბარსელონამ" ზედიზედ მე-2 თამაში დაამთავრა ანგარიშით 4-4, ამჯერად სახლში "სარაგოსასთან". კატალონიელები პირველი ტაიმის შემდეგ 0-2, 79-ე წუთზე კი 2-4 მარცხდებოდნენ. საბოლოოდ, ოვერმარსის, რივალდოსა და კლუივერტის (2) გოლებით "ბლაუგრანამ" ქულა აიღო.
2014 წელი
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშების ფინალში "ბარსელონამ" "ბენფიკა" 3-0 გაანადგურა. გოლები როდრიგომ და მუნირმა (2) გაიტანეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]