ბარსელონას ოსკარ მინგესასა და სერჟი რობერტოს კონრაქტების გახანგრძლივება სურს | COPE

ბარსელონას ოსკარ მინგესასა და სერჟი რობერტოს კონრაქტების გახანგრძლივება სურს | COPE

კატალონიის "ბარსელონა" ორი ფეხბურთელის, ოსკარ მინგესასა და სერჟი რობერტოს კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

COPE-ს ჟურნალისტის, ვიქტორ ნავაროს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" გეგმავს, რომ 21 წლის ცენტრალურ მცველს ხელშეკრულება 2 წლით, 2023 წლამდე გაუხანგრძლივოს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

აგრეთვე, ამავე წყაროს ცნობით, "ბარსას" დირექტორმა, მატეუ ალემანიმ ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე გუნდის უნივერსალს, სერჟი რობერტოსაც მიმართა. 29 წლის მოთამაშის მოქმედი კონტრაქტი მას კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში, ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, მინგესამ 33 მატჩში თავი 2 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა, რობერტომ კი 13 შეხვედრაში 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 14 აპრილი 2021 20:58
    0
    გაუხანგრძლივონ ორივეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 13 აპრილი 2021 22:19
    3
    ციტატა: Albicelecte
    ორივე შესანარჩუნებელია!
    რობერტო არის დაუფასებელი ფეხბურთელი, უნივერსალური ოქროს სკამის მოტამაშე, რომელსაც იმ ადგილას დააყენებ, სადაც ყველაზე მეტად დაგჭირდება და სხვა გამოსავალი არ გაქვს
    შეიძლება ყველაზე საუკეთესო არაა იმ პოზიციებზე, მაგრამ არც ძალიან უიმედოდ გამოიყურება და როდესაც ტრამვები და დისკვალიფიკაციები გამოუვალ მდგომარეობაში გაყენებს, აქ უკვე სიტუაციას დაგიბალანსებს
    მარჯვანა ლატერალი, მარცხენა ლატერალი, საყრდენი, ცენტრალური შუახაზელი, გაჭირვების დროს ცენტრალური მცველის პოზიცია
    9-იანის პოზიციაზე ერთხელ აღმოჩნდა, მთლად ეტოო-სუარესობას ვერ მოვთხოვთ, ისე ხანდახან გააქვს, დარტყმაც კარგი აქვს

    1009%
    + ძალიან კაი პასი აქვს:)
    Culé [?]
    #3 13 აპრილი 2021 22:07
    4

    #2 13 აპრილი 2021 21:55
    0
    მინგესას გაუხანგრძლივეთ! რობერტო გავყიდოთ!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 აპრილი 2021 21:54
    0
    "ბლაუგრანა" გეგმავს, რომ 21 წლის ცენტრალურ მცველს ხელშეკრულება 2 წლით, 2023 წლამდე გაუხანგრძლივოს.
    2 წელი რა არის? მერე აღარ დაგვჭირდება?