2015 წლის კოპა დელ რეის ფინალის მონაწილეებიდან, შესაძლოა, 17 აპრილს ძირითადში 5 ბარსელონელი მოხვდეს | MD

2015 წლის კოპა დელ რეის ფინალის მონაწილეებიდან, შესაძლოა, 17 აპრილს ძირითადში 5 ბარსელონელი მოხვდეს | MD

17 აპრილს, კოპა დელ რეის ფინალში, კატალონიის "ბარსელონა" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება და სეზონში პირველი ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

აღნიშნული გუნდები, ამავე ტურნირის ფინალში, ერთმანეთს 2015 წელსაც დაუპირისპირდნენ, სადაც "ლურჯ-ბროწეულისფერებმა", ანგარიშით, 3-1 იმარჯვეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ 4 დღეში გასამართ მატჩში, ზემოხსენებული ფინალის მონაწილეებიდან, "ბარსას" ძირითადში 5 ფეხბურთელი იქნება. ესენია: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და ლეო მესი.

საპირისპიროდ, ბასკთა სასტარტო შემადგენლობაში, შესაძლოა, ინიაკი უილიამსმა და მიკელ ბალენსიაგამ ითამაშონ.

"ბილბაოსა" და "ბარსელონას" შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:30 საათზე, სევილიაში, კერძოდ - "ლა კარტუხაზე" აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 აპრილი 2021 20:53
    0
    მერე სუპერკოპა არ მოგვიგეს ამ უპატრონოებმა??!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 აპრილი 2021 21:58
    0
    მგონია მარტივად მოვიგებთ, ატლეტიკო გუშინ გასავარდმა ალავესმაც კი დაჩაგრა, ორი ბურტი კი არ ჩაუთვალეს და ეს ბილბაოში.