კარგი იქნებოდა, ლეო მესისთან მეტი მეთამაშა - რონალდინიო

კარგი იქნებოდა, ლეო მესისთან მეტი მეთამაშა - რონალდინიო

Tribuna.com კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდის, რონალდინიო გაუჩოს ინტერვიუს იხსენებს, რომელიც მან 2016 წელს Gulf News-სთან ჩაეწერა:

ყველაფერს მივაღწიე, რაც მინდოდა, რის გამოც ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ლიონელ მესისთან უფრო მეტი მეთამაშა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მოხარული ვარ, რომ კარიერის სტარტზე, პირველი გოლის გატანაში დავეხმარე.

მას შემდეგ, რაც არგენტინელმა ასეთ დონეს მიაღწია, მის მხარდამხარ ასპარეზობა კარგი იქნებოდა, თუმცა "ბარსაში" ჩემი დრო დასრულებული იყო - შესაბამისად, ახალი გამოწვევები უნდა მიმეღო და წავსულიყავი.

ლეო მესიმ "ბლაუგრანას" პირველ გუნდთან" ერთად ვარჯიში 2003 წელს, ბრაზილიელი ვარსკვლავის ტრანსფერიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთი პირველი სესიის ნახვისას, გაუჩომ უკვე იცოდა, რომ 16 წლის მოთამაშე მასზე უკეთესი გახდებოდა.

მესი და რონალდინიო თანაგუნდელები 5 სეზონის განმავლობაში, 2003/08 წლებში იყვნენ. 2008 წელს, "კამპ ნოუზე" პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ, ბრაზილიელი "მილანში" გადაბარგდა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, "ლა პულგამ" სადებიუტო გოლი სწორედ ლეგენდარული ფეხბურთელის ასისტით გაიტანა - ეს 2005 წელს, "ალბასეტეს" წინააღმდეგ მატჩისას მოხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 აპრილი 2021 01:22
    1
    Don_Andresito,
    ფლანგებზე ალვეში კარიერის პიკში და ის რეაქტიული ალბა რო არ იღლებოდა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 აპრილი 2021 22:00
    0
    მერე სად გქონდა ტვინი, რა გჭირთ ამ ბრაზილიელებს, პელეს მაინც მიბაძეთ.
    [?]
    #1 13 აპრილი 2021 17:36
    5
    ისე წარმოიდგინეთ რონალდინიო კარიერის პიკში მარცხნივ, მარჯვნივ 2015 წლის ლეო, შუაში 15-16 წლების სუარესი. ნახ.დაცვა ჩავიესტა პიკში და უკან მოხოდილი პუი :დ გამოუყვანე მერე თუ გინდა გალაქტიკო და რეალი ბაიერნის მთელი ისტორია ერთად :დ