ციფრები არტური-პიანიჩის ტრანსფერს მიღმა

ციფრები არტური-პიანიჩის ტრანსფერს მიღმა

2020 წლის ზაფხულში "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის ე.წ სატრანსფერო გაცვლა მოხდა. კატალონიურმა კლუბმა 60 მილიონ ევროდ მირალემ პიანიჩი შეიძინა, იტალიელებმა კი 72 მილიონ ევროდ არტურ მელო იყიდეს. 12 მილიონიანმა მოგებამ კი "ბლაუგრანას" საშუალება მისცა ივნისის ბოლოს ფინანსური ბალანსირება მოეხდინა.

ფინანსურ ინტერესს მიღმა საინტერესოა საკუთრივ ფეხბურთელთა სტატისტიკა. Marca-ს ცნობით, პიანიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 13-ში კი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. არტურის მაჩვენებელიც მსგავსია, მან "იუვენტუსის" მაისურით 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. Marca-ს აზრით, ეს მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიზნით გაკეთებული ტრანსფერია და მას არცერთი კლუბისთვის, განსაკუთრებით კი "ბარსელონასთვის" სარგებელი არ მოუტანია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 აპრილი 2021 01:14
    2
    ეეეჰ არტური დაგვხატავდა.ახლაც მახსოვს ტოტენჰემთან 2-4 მოგებული თამაში.ძაან მაგარი იყო არტური იმ შეხვედრაში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 აპრილი 2021 22:32
    1
    არადა არტური უფრო გამოადგებოდა ამ სეზონში ბარსას ვიდრე პიანიჩი გამოადგა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 13 აპრილი 2021 15:46
    0
    ციტატა: nika 54
    მაგრამ რატომღაც ჩვენ გვაქვს იუვენტუსის ვალი, პიანიჩზე დასამატებელი.

    ნაწილ ნაწილ დავუფარავთ. ჩვენ იმათმა ერთიანი თანხა მოგვცეს. ჩვენ 4 ად გაყოფილი უნდა მივცეთ. ფინანური ბალანსირებისთვის 50 მლნ გვჭირდებოდა და არა 12. მაგ 72 დან 15 უკან მივეცით ფაქტიურად და დარჩენილმა თანხამ დაგვიბალანსა ბიუჯეტი. მე ეგრე ვიცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 აპრილი 2021 15:27
    1
    მაგრამ რატომღაც ჩვენ გვაქვს იუვენტუსის ვალი, პიანიჩზე დასამატებელი.