პსჟ მესის გაფორმებით კვლავ დაინტერესებულია

პსჟ მესის გაფორმებით კვლავ დაინტერესებულია

"ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის მომავალი კვლავ გაურკვეველი რჩება.

როგორც უკვე ვიცით, კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთვის არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივება უმთავრესი მიზანია და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად მესი.

ფრანგული გამოცემა Telefoot-ის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" 33 წლის მოთამაშის გაფორმებით კვლავ დაინტერესებულია. პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ იანვარში განაცხადა:

"მესის მსგავსი დიდი მოთამაშეები პსჟ-სთვის ყოველთვის სასურველია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ამაზე სასაუბროდ და საოცნებოდ დრო არაა, თუმცა ჩვენ დიდ მაგიდასთან ვსხედვართ და სიტუაციას ახლოდან ვაკვირდებით."

მიუხედავად ამისა, პსჟ-ს ჯერ საშინაო ფრონტზე აქვს სიტუაცია დასაბალანსებელი - ნეიმარი და კილიან მბაპე კონტრაქტის გახანგრძლივებას აჭიანურებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 აპრილი 2021 16:31
    0
    ნეიმარი რატომ აჭიანურებს კონტრაქტის გაგრძელებას ყველამ იცის, ალბათ ბარსას ხელმძღვანელობის გარდა. ან შეპირდნენ ლეოს რო მოიყვანენ ნეიმარს ან ადგება და წავა ეს კაცი, ბოლო-ბოლო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გვერდით ბრეითვეიტი დაუყენეს, ამოუვა ყელში ლეოს და წავა ნამდვილად თუნდაც პსჟ-ში. ისე რომ ლაპორტამ მოხსენებებში კი არ უნდა უმტკიცოს სიყვარული ლეოს, საქმით უნდა დაანახოს. ამ კაცს მოგებები უნდა და ტიტულები ამისათვის ან მოიყვანონ ვინმე(ჰოლანდი, მბაპე, ნეიმარი...და ვინც ლეოს მოსწონს) ან მადლობა გადაუხადონ და გაუშვან ეს კაცი, იმედია არ დაიკარგება. და ეჭვი მაქვს სწორედ აქეთ მიყავთ საქმე, ტყუილად არ წამოსცდენიათ ლეოს ხელფასი დაგვღუპავსო.

    ციტატა: Joakim Brodén
    ნეიმარში გაგვიცვალონ და დავამატებთ კიდე 100-150 მილიონს

    ვისზე ლაპარაკობ? მესიზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 აპრილი 2021 13:24
    0
    ტყუილად ოფლიანობს ხალიფა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 13 აპრილი 2021 13:07
    1
    კამპ ნოუზე იქნებ საერთოდ პსჟ-ს დაშლით და ლიგა-3-ში გადაგდებით არიან დაინტერესებულები?!
    "დაინტერესებული", რა რბილად თქმული უტიფრობა და სინაგლეა rage rage rage
    Culé [?]
    #2 13 აპრილი 2021 12:36
    0
    მესის ლაპორტა გაუხანგრძლივებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 13 აპრილი 2021 12:16
    0
    ნეიმარში გაგვიცვალონ და დავამატებთ კიდე 100-150 მილიონს