ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 აპრილი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 აპრილს მოხდა.

თამაშები

13 აპრილს "ბარსელონას" 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1916 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველი გადათამაშება "რეალ მადრიდსა" და "ბარსელონას" შორის 6-6 დასრულდა. კატალონიელთაგან თავი ალკანტარამ (3), ბაუმ, მალორკემ და მარტინესმა გამოიჩინეს.

1919 წელი

პაულინო ალკანტარამ "სოსიედადის" წინააღმდეგ ე.წ. "პოლიციელის" გოლი გაიტანა. "ლეს კორტსზე" მიმდინარე თამაშის დროს პოლიციელი ერთ ეპიზოდში მოედანზე აღმოჩნდა და მას ალკანტარას დარტყმული ბურთი მოხვდა. ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ პოლიციელი ბურთთან ერთად ბასკების კარში აღმოჩნდა.

1944 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი პედრო საბალსა. 1967-1973 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 194 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. საბალსამ "ბარსელონასთან" ერთად 2 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1954 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი რობერტო დინამიტე. 1979/80 წლების სეზონში მან 11 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1964 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი და "ბარსელონა ბ-ს" ყოფილი მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი. 1988-1995 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 296 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ეუსებიომ "ბარსელონასთან" ერთად 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთს სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1978 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი. 1996-2014 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 602 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. "ბარსელონასთან" ერთად პუიოლმა 6 ესპანეთის ჩემპიონატი, 6 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 2 ევროპის სუპერ თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

1983 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე კლაუდიო ბრავო. 2014-2017 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 75 თამაში ჩაატარა. ბრავომ "ბარსელონასთან" ერთად 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

1997 წელი

"ატლეტიკო" და "ბარსელონა" სეზონში ერთმანეთს მეექვსედ შეხვდნენ და გულშემატკივრებს ისევ უხვგოლიანი თამაში შესთავაზეს. მადრიდში გამართული შეხვედრა "ბარსამ" 5-2 მოიგო. სტუმართაგან გოლები რონალდომ (3), დე ლა პენიამ და ფიგუმ გაიტანეს. სეზონში ჩატარებულ 6 შეხვედრაში გუნდებმა ერთმანეთს 37 გოლი გაუტანეს, საშუალოდ 6 გოლზე მეტი თამაშში.

2014 წელი

"ატლეტიკოს" 3-0 დამარცხებით "ბარსელონას" ქალთა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 აპრილი 2021 16:37
    0
    პაულინო ალკანტარამ "სოსიედადის" წინააღმდეგ ე.წ. "პოლიციელის" გოლი გაიტანა. "ლეს კორტსზე" მიმდინარე თამაშის დროს პოლიციელი ერთ ეპიზოდში მოედანზე აღმოჩნდა და მას ალკანტარას დარტყმული ბურთი მოხვდა. ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ პოლიციელი ბურთთან ერთად ბასკების კარში აღმოჩნდა.
    ეს ანეგდოტია რამე? "ერთ ეპიზოდში პოლიციელი მოედანზე აღმოჩნდა"? რამე გამოძიებას ატარებდა თუ ხელი კრეს და შეაგდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 აპრილი 2021 13:21
    0
    დღეს ისეთი კაცის დაბადების დღეა ყველა თამაში წაგებული რომ გვქონდეს ამ დღეს მაინც სასიამოვნო თარიღია❤️🙌 ლეგენდარული კაპიტანი და ლეგენდარული ადამიანი❤️ ეს კაცი იყო და არის ეტალონი რომ ფეხბურთი მარტო სპორტი არაა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 აპრილი 2021 12:34
    0
    ბრავომ რა მაგრად ითამაშა ატლეტიკოსთან😍😍ბარსაშიც ძაან კარგი იყო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 13 აპრილი 2021 11:51
    0
    პაულინო ალკანტარამ "სოსიედადის" წინააღმდეგ ე.წ. "პოლიციელის" გოლი გაიტანა. "ლეს კორტსზე" მიმდინარე თამაშის დროს პოლიციელი ერთ ეპიზოდში მოედანზე აღმოჩნდა და მას ალკანტარას დარტყმული ბურთი მოხვდა. ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ პოლიციელი ბურთთან ერთად ბასკების კარში აღმოჩნდა.

    ძლიერი დარტყმა რომ ქონდა ვიცოდი, მაგრამ კაცი კი არა სუპერგმირი ყოფილა 😆😂❤️