2021 წლის ოქროს ბურთი - ფავორიტების ვინაობა ცნობილია | Goal

2021 წლის ოქროს ბურთი - ფავორიტების ვინაობა ცნობილია | Goal

ცნობილი საფეხბურთო პლატფორმა, Goal 2021 წლის "ოქროს ბურთისათვის" მებრძოლი მოთამაშეების ჩამონათვალს აქვეყნებს.

სიაში მხოლოდ ერთი "ბარსელონელი" - ლიონელ მესი მოხვდა, რომელმაც ზემოხსენებული პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ბოლოს მოიგო (2019 წელს).

"ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატი კილიან მბაპეა, რომელმაც 2021 წელს 19 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ, მე-3 პოზიციას ლეო იკავებს, რომელმაც წელს თავის გამოჩენა 19 გოლითა და 8 ასისტით მოახერხა.

  1. კილიან მბაპე
  2. რობერტ ლევანდოვსკი
  3. ლიონელ მესი
  4. კევინ დე ბრუინე
  5. რომელუ ლუკაკუ
  6. ილქაი გიუნდოგანი
  7. ქარიმ ბენზემა
  8. ერლინგ ჰოლანდი
  9. კრიშტიანუ რონალდუ
  10. რუბენ დიაში

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 13 აპრილი 2021 18:45
    0
    "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატი კილიან მბაპეა, რომელმაც 2021 წელს 19 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

    მე-3 პოზიციას ლეო იკავებს, რომელმაც წელს თავის გამოჩენა 19 გოლითა და 8 ასისტით მოახერხა.
    თუ კანდიდატები გოლებით და საგოლე პასებით ირჩევიან, მაშინ რით ჯობია მბაპე ლეოს
    Culé [?]
    #8 13 აპრილი 2021 14:13
    0
    ჯერ ადრეა წინ ევროპა და კოპაა
    წევრი [?]
    #7 13 აპრილი 2021 10:44
    0
    ის მასხარა ბრაზილიელი ათეულშიც რომ არაა :)
    ფანი [?]
    #6 13 აპრილი 2021 10:41
    1
    ლევანდოვსკი ყველაზე მეტად იმსახურებს წელს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 აპრილი 2021 08:23
    0
    ლიგა თუ მოიგო პესეჟემ მბაპესია ოქროს ბურთი მარა მესიმ ლა ლიგა კოპა დელ რეი და კოპა ამერიკა თუ დადო დაეხიოს ყველა კონკურენტი ნუ ახლა საფრანგეთმა ევროპა თუ არ დადო რათქმაუნდა მოკლედ ფავორიტი ამ ჯილდოსი მბაპეა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 13 აპრილი 2021 01:14
    2
    ლა ლიგა,კოპა დელ რეი და კოპა ამერიკა ალბათ ეყოფა ლეოს ოქროს ბურთისთვის,ოღონდ ჯერ ეს ტურნირებია მოსაგები
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 12 აპრილი 2021 23:48
    2
    2 წლის უკან რო ეთქვა ვინმეს დრო მოვა და ბენზემა რონალდუზე მაღლა იდგება ოქროს ბურთის რეიტინგშიო, კუკარაჩა ინგასავით 7 ტყვიას ვესროდი მაუზერიდან და 7ივეს გავარტყამდი :)) სად გადავიდა როჟა რაის იუვენტუსი აარჩია პროსტო :D
    Culé [?]
    #2 12 აპრილი 2021 23:30
    0
    ლევანას მისცენ!! შარშან ეკუთვნოდა წელსაც პროსტა ტრავმამ არ გაუჭედოს..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #1 12 აპრილი 2021 23:21
    4
    ლევანდოვსკის ეკუთვნის წინა წლის პონტში. წელსაც ძაან კარგი იყო, საუკეთესო, მაგრამ ტრავმა მიიღო ძაან ცუდ დროს და მაგის გამო რომ გამოვარდეს ბაიერნი და ლევანამ ოქროს ბურთი ვერ მოიგოს მაგარი უსამართლობა იქნება. თან მარტო ლიგა ხომ არაა ფეხბურთი. რივალდო ჯგუფში ჩარჩა მაგრამ მაინც აწია ოქროს ბურთი, იმიტომ რომ მაშინ ხალხი აზროვნებდა და ლიგაზე გატანილი 3-4-ით მეტი გოლის გამო არ აგებინებდნენ სხვებს. მბაპე მეორეზე აუცილებლად გავა და თუ ლიგას და ევროპაც მიაყოლა მერე სამწუხაროდ ლევანას აღარ ექნება შანსი.