L'Equipe: მესი და "ბარსელონა" ნეიმარის დაყოლიებას ცდილობენ

L'Equipe: მესი და "ბარსელონა" ნეიმარის დაყოლიებას ცდილობენ

"ბარსელონას" არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი, კლუბთან ერთად, ნეიმარის კატალონიაში დაბრუნებაზე დაყოლიებას ცდილობენ, იტყობინება L'Equipe.

ფრანგული გამოცემის მტკიცებით, "პარი სენ-ჟერმენს" ნეიმარისთვის ახალი ხელშეკრულება მზად აქვს, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი ბრაზილიელმა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მესის "ბარსაში" დარჩენის შანსები არსებითად გაიზარდა.

პარიზულ კლუბთან მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წელს ეწურება. ტრანსფერის განხორციელება "ბარსელონასთვის", ფინანსური კუთხით, ურთულესი იქნება, რასაც ერლინგ ჰოლანდის ფაქტორიც ემატება. ნეიმარის დაბრუნების უფრო ხელმისაწვდომ გზას ფეხბურთელთა გაცვლა წარმოადგენს.

ბარტერის საშუალებით, "ბარსა" მის დამატებას 2019 წელსაც ცდილობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 აპრილი 2021 19:15
    0
    გაცვალონ რა გახდა, მივცეთ უნდათ გრიზმანი უნდათ დემბელე. თუ არადა უთხრას ნეიმარმა მუქთად წავალ გაისადო. სულ ისე დარჩენას ვინმეში გაცვლიან და საჩუქრად ბრეიტვეიტს დავუმატებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 13 აპრილი 2021 00:52
    1
    ნეიმარი აგუერო მესი ეს ტრიო ძაან მაგარი სანახავი იქნება.ფატი,დეპაი,ტრინკაუ და კოლადო თადარიგში.დემბელე გრიზმანი ბრაიტვაიტი გაუშვან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #10 12 აპრილი 2021 20:36
    1
    გრიზმანი და +50 მილიონი მშვენიერი ოფეეია იმ ფეხბურთელისთვის ვისი დაკერვაც ერთ წელიწადში უფასოდ შეიძლება. არ უნდათ თავის ეროვნულის მსოფლიო ჩემპიონი კაპიტანი? მაშინ გაისად შეპირდნენ 30 მილიონ ხელფას ნეიმარს და დაკარგავენ უფასოდ. პრინციპის ამბავია პსჟ დან ნეის უფასდოს წამოყვანა.
    Culé [?]
    #9 12 აპრილი 2021 15:50
    2
    რა ზღაპარია ტიპმა ბარსა დაშალა თავისი წავსლით გუნდი მესიზე და ნეიზე იყო აწყობილი მთელი ფლანგი გამოგვაცალა ალბაა დაგვრჩაა მარტოო მაგის მერე გუნდი ვერ დალაგდაა...და ამის მოვლის ვის ჯერა ??? ტიპი ღორიაა
    Culé [?]
    #8 12 აპრილი 2021 15:26
    0
    რომ არ წასულიყო და გვყოლოდა კარგი იქნებოდა, დემბელეს გრიზმანს და კოუტინიოს ერთად ჯობია მაგრამ აღარ ღირს აწი მოყვანა. 2 წლით სათამაშოდ ხოარ მოგვყავს. 8-10 წლის პერსპექტივისთვის იხდი ფულს, თორე გავა ეგ 2 წელი და ისევ მოგიწევს 100 მილიონის გადახდა, და ფულის ხარჯვას სადამდეც მიგვიყვანა კი ხედავთ.
    გულშემატკივარი [?]
    #7 12 აპრილი 2021 14:56
    2
    ჰალანდს მიაწვნენ ახალგაზრდა და მონდომებული ბიჭია ამან თავისთავს დააბრალოს
    Culé [?]
    #6 12 აპრილი 2021 14:56
    2
    ნეიმარი არის უკვე 29 წლის, ამ სეხონში ხო ისედაც პსჟ-შია, კაი ვთქვათ და მოიყვანეს, ფაქტიურად მოყავთ უკვე 30 წლის ნეიმარი რომელიც აწი წავა რეგრესში და ფორმის პიკი მაქსიმუმ ორი წელი შეინარჩუნოს კიდე. ესაა რაც იქნება ნეიმარისგან, პლიუს უფასოდ ხო ვერ მოიყვანენ მერე უნდა გაყიდონ კიდე უფრო დაბალ ფასად, მოკლედ წაგება იქნება მაგის დაბრუნება მეტი არაფერი, ჯობია ბოლომდე გადაერთონ ახალგაზრდებზე და შეეშვან ამის ტრანსფერში უაზროდ ფულის გადაყრას.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #5 12 აპრილი 2021 14:46
    2
    რას ეხვერწებით მაგ ფულის მონას!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 აპრილი 2021 14:41
    7
    გრიზმანს და დემბელეს ორივეს დავთმობდი ამის სანაცვლოდ, ყველაფრის მიუხედავად. ბარსაში სხვანაირად ათამაშდება და მესიც ბევრად მოუმატებს. მარცხნივ ეს, ცენტრში ფატი და მარჯვნივ მესი.
    [?]
    #3 12 აპრილი 2021 14:32
    4
    ციტატა: Griezzy7
    დემბელე + კოუტინიო + უმტიტი + 50 მილიონი წესით უნდა დათანხმდნენ

    ნეიმარიც კაი ხლამია არც მაგდენი ღირს. თუ მბაპეს შენარჩუნება უნდათ გრიზმანს უფრო მოითხოვენ
    წევრი [?]
    #2 12 აპრილი 2021 14:19
    6
    დავაი დემბელეში,ეგ კრაი გვინდა ზუსტად ნეისნაირი
    ფანი [?]
    #1 12 აპრილი 2021 14:00
    16
    ფაქტია ზუსტად ნეიმარის დონის მოთამაშეები აკლია ბარსელონას დღეს, რაც არ უნდა ჯამბაზი და მასხარა ეძახით, მოედანზე ძაან დიდ განსხვავებას დებს, ვინც უყურებს აქა-იქ მაინც ამის თამაშებს და მარტო ტრანსფერმარკეტზე ტრავმების სიას არ უმოწმებთ, ალბათ დამეთანხმებით.
    არიქა, ეს თუ არ დავუბრუნდეთ ისე აღარაფერი გვეშველება მეთქი არ ვამბობ მარა ნეიმარის დაბრუნება გუნდში როგორ არ უნდა გინდოდეს, არ მესმის