ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 12 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 აპრილს მოხდა.
თამაშები
12 აპრილს "ბარსელონას" 20-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1931 წელი
ესპანეთის თასის 1/16 ფინალის პირველ თამაშში "ბარსელონამ" "დეპორტივო ბალომპიე" 9-0 გაანადგურა. გოლები გოიბურუმ (4), აროჩამ (2), კასტილიომ, საგი-ბარბამ და სამიტიერმა გაიტანეს.
1885 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ფრანსისკო ბრუ. 1920 წელს ის ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა.
1911 წელი
პირენეების თასის ფინალში "ბორდოს" 4-0 განადგურებით "ბარსელონა" ამ ტიტულს მეორედ დაეუფლა.
1974 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი სილვინიო. 2004-2009 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 135 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სილვინიომ "ბარსელონასთან" ერთად 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1985 წელი
67 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ვისენტე დასოტი.
1987 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკო" უგოლოდ დასრულდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]