ატლეტიკო ქულებს ისევ კარგავს

ატლეტიკო ქულებს ისევ კარგავს

ახლახანს დასრულდა ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერ "ატლეტიკოსა" და "ბეტისს" შორის 30-ე ტურში გამართული მატჩი, რომელიც მადრიდულმა გუნდმა ვერ მოიგო და ფრეს (1-1) დასჯერდა.

"როხიბლანკომ" სევილიადან მხოლოდ ქულის წაღება მოახერხა. საინტერესოა, რომ "ატლეტიკოს" ქულების დაკარგვაში უდიდესი წვილი შეიტანა "ბარსელონას" ყოფილმა და სევილიელთა ამჟამინდელმა თავდამსხმელმა კრისტიან ტელიომ, რომელმაც მადრიდელების კარი აიღო.

დღეისათვის ესპანეთის ჩემპიონატმა კიდევ უფრო დაძაბული სახე მიიღო. მე-3 ადგილზე მყოფი "ბარსელონა" "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩება, მე-2 პოზიციაზე მყოფ "რეალს" კი - 1 ქულით. დარჩენილია 8 ტური, კატალონიელებს კი ჩემპიონობის შანსები ისევ აქვთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 13 აპრილი 2021 19:32
    0
    ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მადრიდში უკვე გადაწყდა რომ რეალი თამაშს აღარ წააგებს და წყნარად დაელოდება, ბარსა-ატლეტიკოს თამაშს დაეწმუნებული რომ ბარსა ქულებს დააკარგინებს ატლეტიკოს. თუ არადა ერთი თამაშის ფრედ დამთავრებასაც მოუხერხებენ ატლეტიკოს.
    Culé [?]
    #18 13 აპრილი 2021 00:47
    0
    ნეტა რეალმაც გატეხოს სადმეე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #17 12 აპრილი 2021 15:18
    1
    ციტატა: რემკა
    Clever liar,
    რას ფიქრობ რეალი არ დაკარგავს ქულებს?

    თუ რეალი დაკარგავს მაშინ ჩვენ 2ჯერ მეტს გავანიავებთ. თუარა არცერთი არ დაკარგავს. ასე ვფიქრობ მე :)
    Culé [?]
    #16 12 აპრილი 2021 14:45
    0
    ატლე ვსიო ჩაფლავდა აწე ბარსას აქვს დიდი შანსი ზიზუსაც არ აქვს!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 12 აპრილი 2021 14:05
    0
    რომ მოგვეგო 1 ქულით გადავასწრებდით ატლეტიკოს, რეალს კი 5 ქულით.
    ფანი [?]
    #14 12 აპრილი 2021 12:19
    0
    ზოგჯერ გეგონება უი გამოცოცხლდა ათამაშდა გუნდიო ჩვენც ბედნიერები ვართ და მეორე წუთას ვალიადოლთან უჭირთ თამაში ... როდის მოვა ზაფხული ჯერ ამ ჭორებმა ხო ტვინი წაიღო და ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი , მოიშორონ დებილი ფეხბურთელები აღარ შემიძლია მათ გამო რა შანსებს კარგავს გუნდი
    წევრი [?]
    #13 12 აპრილი 2021 11:46
    5
    ციტატა: პედრი 16
    ყველაფერი წინ არის და ბროძალა არდამთავრებულა ჯერ 1 ქულა განსხვავება მეტი არა ... არარის იოლი მართალია მაგრამ არც შეუძლებელი რომ არგამოვიდეს ... მე მჯერა რომ 2 თასით დავამთავრებთ ამ სეზონს და არცისე ცუდი იქნება ❤ და კუმანს ვინც აკრიტიკებთ ნუ გამოხვალთ პროფესორები შეიძლება შეცდომას უშვებს მაგრამ ამ შემადგენლობით რასაც შვება და აკეთებს დასაფასებელია ..

    ამ რეალს რო უნდა შეუტიო და პრესინგი ეთამაშო ტიაგი მესიც მიხვდება ამას და ეს კუმანი რით ვერ მიხვდა.ვერცერთი პრინციპული მატჩი მოიგო და რისთვის დავაფაროთ ხელი?შეცვლებს ვერ იგებს როდის ვინ შემოიყვანოს რა ჩემი ფეხები უნდოდა რობერტოს კლასიკოში როცა 2 თვე მოედანს არ გაკარებია?ფსიქოლოგიურად არიან მოსახოდები ეს უპატრონოები.ასეთ საცოდავ რეალთან რო დათმობ ჩემპიონობას მაგრად ტეხავს.2 წელია ბენზემა უგებს მესისაც და ბარსასაც ჩემპიონატს.იდგეს და იფხანოს ყოყრები უცხო პლანეტელმა
    წევრი [?]
    #12 12 აპრილი 2021 11:31
    1
    ახლა ვკითხულობდი და ბაიერნს 10 თუ 12 კაცი ყავს ტრამვირებული :დ :დ რა მოუვიდათ ასეთი? პსჟს კიდე პარადესი და ვერატი დაუბრუნდა, მგონი ძალიან მაგარი ყომარი აიწევაა, მბაპე არსის აი რავიციი მაგას ზიზუ მონსტრს შექმნის თუ რეალში წავიდა და ეს ჰოლანდი ადრეც დავწერე არის კრუიზივით რაა თუ მიდის ყველაფერს თელავს და თუ უცებ დაბრკოლება შეექმნა ანუ ძლიერი ტალღა კრუისს აი მანდ ენძრევა და ძალიან ცუდია ეგ, ბარსელონას ჩემი აზრით სუარესი აგუეროს სტილის თავდასხმელი უფრო ჭირდება, ბრასავით არ დაემართოს ესეც გასათვალისწინებელია ბარსაში თუ მივიდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 12 აპრილი 2021 11:16
    4
    როგორ მიდის რეალი ნელ ნელა ჩემპიონობისკენ?
    რა საშინელი სანახავია შენი საყვარელი გუნდი რომ ძალიან დაბალ დონეს აჩვენებს.
    --------------------
    აზრი?
    წევრი [?]
    #10 12 აპრილი 2021 11:06
    1
    Clever liar,
    რას ფიქრობ რეალი არ დაკარგავს ქულებს?
    ფანი [?]
    #9 12 აპრილი 2021 10:24
    4
    რამდენი ქულა ბოლო წამებზე უაზროდ დაკარგული ახლა სანერვიულოც კი არაფერი უნდა გვქონოდა წესით, მარა ლენგლეს დედას რო შეეხო მთელი კატალონია. რა ქულები გვაკარგვინა
    წევრი [?]
    #8 12 აპრილი 2021 09:47
    3
    ყველაფერი წინ არის და ბროძალა არდამთავრებულა ჯერ 1 ქულა განსხვავება მეტი არა ... არარის იოლი მართალია მაგრამ არც შეუძლებელი რომ არგამოვიდეს ... მე მჯერა რომ 2 თასით დავამთავრებთ ამ სეზონს და არცისე ცუდი იქნება ❤ და კუმანს ვინც აკრიტიკებთ ნუ გამოხვალთ პროფესორები შეიძლება შეცდომას უშვებს მაგრამ ამ შემადგენლობით რასაც შვება და აკეთებს დასაფასებელია ..
    ფანი [?]
    #7 12 აპრილი 2021 09:36
    4
    ჩემპიონობის შანში ბარსელონამ დატოვა მადრიდში . რეალი ამ შანსს ხელიდან აღარ გაუშვებს და მგონია , ატლეტიკოსთან მოგებით , რეალს გავაჩემპიონებთ .
    ფანი [?]
    #6 12 აპრილი 2021 02:10
    1
    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    მთლად ეგრე მარტივადაც არ არის საქმე.

    ისე დაწერე 1 ქულაც თუ აიღო მაგ თამაშებში მაინც ეკუთნის ჩემპიონობა აბა :D კადისი ხეტაფე ბილბაო გრანადა და ვილიარეალი არა კორკოტი კიდე უნიგვზო :))) თუმცა ყველაფერი შეიძლება ისევ ისე მოხდეს როგორც პირველ წრეში, ოღონდ იმათგან კიარა, ამათგან არაფერია ამ წელს გამორიცხული :D
    ფანი [?]
    #5 12 აპრილი 2021 01:52
    2
    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    ატლეტიკოს ბილბაოსთან და ბარსასთან დარჩა გასვლაზე რთული მატჩები დანარჩენი მატჩები იოლი აქვთ

    რეალსაც მასე არ აქვს? ფაქტიურად 8 მატჩიდან 7ს ხეტაფეს ეთამაშება :)) , 1ია სევილია, იმასაც დისტეფანოზე იღებს და პრინციპულ მატჩში გააპობს შუაზე
    ფანი [?]
    #4 12 აპრილი 2021 01:44
    2
    გეუბნებით მე თუ ატლეს წავართვით ქულა შემთხვევით, რეალია ჩემპიონი :))
    წევრი [?]
    #3 12 აპრილი 2021 01:42
    2
    ყველა თამაში ფინალია აწი, ბარსასთვისაც, რეალისთვისაც და ატლესთვისაც.
    პ.ს სხვათაშორის ბარტრაც კარგად გამოიყურებოდა, ისევ ჩვენი ბარსელონელები თუ წაგვეხმარებიან 😁❤️
    Culé [?]
    #2 12 აპრილი 2021 01:41
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ბიჭო რა შანშებს ვკარგავთ ეხლა მიდი და ელოდე როდის გატეხავს რეალი

    ჩვენზე და ატლეტიკოზე ადვილი კალენდარი აქვთ ბილბაოსთან აქვთ გასვლა სევილიას და ვილიარეალს სახლში ეთამაშებიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 აპრილი 2021 01:33
    1
    ბიჭო რა შანშებს ვკარგავთ ეხლა მიდი და ელოდე როდის გატეხავს რეალი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued