ბარსელონამ საკალთბურთო ელ კლასიკოც წააგო

ბარსელონამ საკალთბურთო ელ კლასიკოც წააგო

დღეს კატალონიის "ბარსელონამ" მადრიდის "რეალთან" საკალათბურთო მატჩი, ანგარიშით, 85-87 წააგო.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა შეხვედრაში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, თუმცა ბოლო წუთებზე "ბარსამ" მოგების შანსი შეინარჩუნა, წამებით ადრე კი საერთოდ წინ გავიდა, მაგრამ საბოლოოდ, 2 ქულით დამარცხდა.

დაპირისპირების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კორი ჰიგინსი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა (ამასთანავე, 3 მოხსნა და 2 ასისტი) მიითვალა. სამეულს ასევე "ბარსელონელები" - ნიკ კალატესი (18 ქულა, 3 მოხსნა, 4 ასისტი) და ნიკოლა მიროტიჩი (17 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი) ხურავენ.

დღევანდელ "ელ კლასიკოში" მონაწილეობა NBA-დან მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა, 40 წლის ლეგენდარულმა პაუ გასოლმაც მიიღო, რომლის ანგარიშზეც 3 მოხსნაა.

მატჩს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტაც ესწრებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 აპრილი 2021 19:39
    0
    ამათ საბოლოოდ მომიკლეს გული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 აპრილი 2021 00:45
    0
    მიროტიჩი და გასოლი ყავთ და როგორ ვერ მოიგეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 12 აპრილი 2021 15:02
    0
    საშინელი თამაში იყო ბოლო წამამდე შანსი ქონდა ბარსას ვაჰ რა დაძაბეს
    Culé [?]
    #2 12 აპრილი 2021 14:44
    0
    არადა ორივე სპორტში ვუგებდით!☹
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    cms
    ფანი [?]
    #1 12 აპრილი 2021 03:15
    2
    ვუყურე თამაშს და აქაც უიღბლობა იყო ძალიან !