"კლასიკოს" წაგების მიუხედავად, სუპერკომპიუტერი "ბარსას" ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებს

"კლასიკოს" წაგების მიუხედავად, სუპერკომპიუტერი "ბარსას" ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებს

პრინციპული "ელ კლასიკოს" წაგების მიუხედავად, FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერის სეზონის დარჩენილი ნაწილის პროგნოზი "ბარსელონასთვის" მაინც საიმედოა. 

30-ე ტურის შემდეგ "ბარსა" ორივე მადრიდულ გუნდს ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა კომპიუტერის ვერსიით დიდი შანსია, რომ ლა ლიგა პირველ ადგილზე დაასრულოს. რონალდ კუმანის გუნდის ჩემპიონობის ალბათობა 46%-ია, "რეალის" - 32%, "ატლეტიკოსი" კი 21%. 

იმისთვის, რომ კატალონიელებმა ტიტული ნამდვილად მოიპოვონ, "რეალმა" დარჩენილ შეხვედრებში ქულები უნდა დაკარგოს, "ბარსამ" კი "ატლეტიკო" "კამპ ნოუზე" აუცილებლად უნდა დაამარცხოს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 აპრილი 2021 20:27
    0
    ალბათ ამ "სუპერ კომპიუტერი" რო კითხო ბარსა ჩემპიონთა ლიგასაც იგებს წელს.
    Culé [?]
    #11 11 აპრილი 2021 18:12
    2
    ამან არ იანგარიშა კლასიკოში ბარსას გამარჯვება?🤣🤣 ანუ კაიფობს ბარსაზე ეს კომპიუტერიც🤣🤣 წავაგეთ ლალგა და ეგაა
    გულშემატკივარი [?]
    #10 11 აპრილი 2021 16:26
    0
    ძაან დაიძაბა ნამდვილად ლალიგა, უკვე ყველაფერი შესაძლებელია, ეხლა ნამდვილად სამივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს და სამივეს არცერთი თამაში წასაგები არ აქვს თორე ცუდ დღეში აღმოჩნდებიან. ვამოს ბარსა 💙❤️💙❤️
    ფანი [?]
    #9 11 აპრილი 2021 16:07
    4
    ბარემ კომპიუტერმა ითამაშოს
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 11 აპრილი 2021 16:04
    0
    ვნახოთ რა მოხდება.დაძაბული ბრძოლა კი იქნება ნაღდად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #7 11 აპრილი 2021 15:50
    5
    როგორც ჩანს არც ისეთი კარგები არიან დე იონგი, პედრი და არაუხო როგორიც გვეგონა. ვერცერთ ძლიერ გუნდთან ვერაფერს შვებიან. გასაგებია რომ კუმანი ვერაა ძლიერი ტაქტიკოსი და გუნდურად ვერ ათამაშებს, მაგრამ ინდივიდუალურადაც ვერაფერს შვებიან. ამაზე სუსტი დაცვა და შეტევა რეალს აღარც ეყოლება კაი ხანი. ამ გუნდს არააქვს იმის თავი რომ დესტით, დემბელეთი, გრიზმანით, ლენგლეთი და 900 წლის მესითა და ბუსკეცით დომინანტური ფეხბურთი ითამაშოს, ასე რომ სხვა ტაქტიკა უნდა მოიფიქროს კუმანმა, მაგრამ არ აქვს მაგის თავი. მოტივაციაც არ შეუძლია, ყველა ძლიერ გუნდთან ჩასვრილები გამოდიან. ბაირენმაც წააგო პსჟ-თან მაგრამ მთელი თამაში თავზე აჯდენენ ამხელა დანაკლისის მიუხედავად და არ გაუმართლათ უბრალოდ. ეგეთი შეტევების შტურმს ბარსა რეალთან კიარა კადისთან ვერ მოაწყობს. ცენტრალური თავდამსხმელიც კი არ გვყავს რომ ჩაუწოდონდა რამე ქნას.
    ფანი [?]
    #6 11 აპრილი 2021 15:48
    3
    რეალი ბარსა კი არაა. არ უშვებენ ეგენი ხელიდან ესეთ შანსებს. სამწუხაროა
    ფანი [?]
    #5 11 აპრილი 2021 15:47
    4
    იმედია გამართლდება პროგნოზი თუმცა არ გვეკუთვნის წელს ჩემპიონობა ყველა მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ ჩემპიონმა უშუალო კონკურენტებთან არ უნდა წააგოს ყველა თამაში თან თამაშითაც დავიჩაგრეთ. არამარტო შედეგით
    ფანი [?]
    #4 11 აპრილი 2021 15:44
    0
    მთავარია პერესმა-ტებასმა ჩემპიონი ვინააო,ვინაო?...მააშ
    Culé [?]
    #3 11 აპრილი 2021 15:14
    2
    ეს არასწორეა... ჩვდნ კი აუცილებლად უნდა მოვიგოთ დარჩენილი თამაშები და რეალი და ატლე ქულებს აუცილებლად დაკარგავენ... თანაბარი ქულებიც არ გვაწყობს სეზონის დასრულება ურთიერშეხვედრებს ენიჭება უპირატესობა...
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #2 11 აპრილი 2021 15:07
    9
    იყავით რეალის იმედად როცა ჩვენ ხელში იყო ყველაფერი
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    Culé [?]
    #1 11 აპრილი 2021 15:03
    5
    ამ კომპიუტერზე პოსტებს ნუღარ დებთ გვთარსავს ხო ხედავთ))