ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 აპრილი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 აპრილს მოხდა.

თამაშები

10 აპრილს "ბარსელონას" 22-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1910 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1958-1960, 1979-1981) ელენიო ერერა.

1955 წელი

"ლეს კორტსზე" "ერკულესთან" გამართული შეხვედრა (1-1) "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-100 ფრე გამოდგა.

1983 წელი

"ბილბაოსთან" სტუმრად 2-3 წაგება "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-400 მარცხი გამოდგა.

1996 წელი

დაიბადა ანდრეას კრისტენსენი.

2001 წელი

"ბარსელონას" კაპიტანმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა.

2004 წელი

"ვალიადოლიდთან" სტუმრად 3-1 მოგებულ შეხვედრაში ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

2005 წელი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ორასიო კასარინი.

2005 წელი

მადრიდში გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" 2-4 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები სამუელ ეტო'ომ და რონალდინიომ გაიტანეს.

2010 წელი

პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც "რეალ მადრიდი" ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ იმ შეხვედრაში "ბარსამ" მესისა და პედროს გოლებით 2-0 მოიგო.

2013 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში პსჟ-სთან 1-1 თამაშის წყალობით "ბარსელონა" ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ზედიზედ 6-ჯერ გავიდა.

ეს მატჩი პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გამოდგა, ხოლო ჟერარ პიკესთვის ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე თამაში "ბარსელონას" მაისურით.

2018 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "რომასთან" 0-3 წააგო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.

ჟერარ პიკესთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მე-100 თამაში იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #4 11 აპრილი 2021 17:34
    0
    ინიესტასთვის ბოლო თამაში იყო ჩ.ლიგაზე რომასთან
    --------------------
    გ.ჩან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 აპრილი 2021 15:15
    1
    აი პედრო ხო ვიცით ყველა მ რა ფეხბურთელიც იყო.განსაკუთრებული არც სისწრაფე ქონია არც დრიბლინგი და ხვრეტდა კარებსო მაგასაც ვერ ვიტყვით მაგრამ თავის საქმეს რა მაგრად აკეთებდა.ამიტომაა გვარდიოლა მაგარი მწვრთნელი.პედროსნაირი ბიჭი აქცია ძალიან კარგ ფეხბურთელად,ეგერ სტერლინგს თავიდან ასწავლა ფეხბურთის თამაში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 აპრილი 2021 13:03
    2
    მოკლედ ეს რომა და ლივერპული არასდროს არ ამოვა თავიდან, ასჯერ საწყენია რომ ლივერპულში გამგზავრებამდე ყველა ერთხმად ირწმუნებოდა. რომას გაკვეთილზე და ასეთი შეცდომის არ გამეორებას. და მაინც თავს მიბურღავდა ბარსელონაში იმ დებილი დემბელეს გაფუჭებული მომენტი ბოლო წუთებზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 აპრილი 2021 11:30
    1
    მეტ-ნაკლებად კარგი დღე ყოფილა. მაგრამ 2018ში რომის კოშმარი ყველაფერს უსვამს ხაზს😔 საშინელება იყო პირდაპირ.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"