MD: ფეხბურთელებს ნეიმარის დაბრუნება სურთ

MD: ფეხბურთელებს ნეიმარის დაბრუნება სურთ

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსას" ფეხბურთელები კლუბში პსჟ-ის ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის, დაბრუნებას მიესალმებიან.

გამოცემა წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდი ერთსულოვანია. მათ მიაჩნიათ, რომ, განსხვავებით ჟორჟინიო ვეინალდუმისა და მემფის დეპაისგან, ნეიმარი არის ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში არსებითად დაეხმარება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის მიზეზი ლიონელ მესია, რომელიც, დიდი ალბათობით, კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ნეიმარს ყოფილ თანაგუნდელთან ერთად თამაში კვლავ სურს, რის შესახებაც მან საჯაროდაც ისაუბრა. მის მოქმედ კონტრაქტს მოქმედების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში, "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში, ნეიმარმა მონაწილეობა 21 შეხვედრაში მიიღო, მის მონაგარს 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეადგენს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 10 აპრილი 2021 02:22
    0
    ციტატა: basa7
    ციტატა: nika 54
    ამას გავიძახი ორი წელია, ლეოს გვერდზე თუ ვინმე აკლია სწორედ ნეიმარია, 100%-თ ლეოს თამაში გაორმაგდება ნეიმარის დაბრუნებით. ეხლა იფიქრონ ლუისის შემცვლელზე. ვარიანტი ბევრია.

    მაინც ვის ფიქრობთ შენ და ბაკერომ დაწერეთ

    ყველა შემთხვევაში ჰაალანდი არა (ჩემთვის) რატომ ? შეკითხვა N1 : ააქვს ჰაალანდს იმხელა ტალანტი რომ პირადად მასზე (სუფთა N9 -ზე ) გადაეწყოს ბარსელონა ? შეკითხვა N2 თუ ჩვენი სტილი არ არის რატომ უნდა ვიყიდოთ ? (ჯერ საერთოდ შევძლებთ თუ არა ყიდვას ეგეც საკითხავია) შეკითხვა N3 მიუხედავად იმისა რომ ეხლა ტრავმა აქვს და მკურნალობს (ამ იდიოტი ექიმების ხელში:((((() დაბრუნების შემდეგ (ღმერთმა ქნას გამოჯანმრთელდეს ) ფატის ცდა რატომ არ შეიძლებოდა ცენტრში ? (მე წინააღმდეგი ვიყავი თუ გახსოვს ! რატომ ? ჯერ ცენტრფორვარდის უნარები და შემდეგ ფიზიკის გამო) სხვა უკეთეს ვარიანტს მე ვერ ვხედავ მე რაც მაგრად მომწონს ფატიში ეგ მცველის ქვეშიდან (როცა დამცველი წინ უდგას) რომ უყვარს დარტყმა და გატანაა (მბაპეს მესამე გოლი ბავარიასთან).....კი რასაკვირველია N1 პირობა რასაც მაგ პოზიციაზე მოთამაშეს ვუყენებ ეგ გოლეადორობაა მაგრამ როცა ბარსელონას ფეხბურთელი ხარ თანაც შემტევი მაგას იმდენი რამე ემატება :))))) ყველაფერი უნდა შეგეძლოს (აღარ ჩამოვთვლი) მოკლედ ან სუარესი უნდა იყო ან კიჭა რონალდო (ყველა დროის საუკეთესო N9) smile
    ფანი [?]
    #10 9 აპრილი 2021 23:58
    0
    მაგარი ახვარია მაგრამ სტილი როგორაც თამაშობს ნამდვილად ეფექტურია და სანახაობრივი.. თან ფინანსური სარგებელიც ექნება ისევ ინტრიგა და პსჟ ს დაკნინება პლიუს ბამპეც ადრე თუ გვიან აიბარგება და იქნება ისევ ჩმო... თუ მოიგეს წელს ლიგა ეს გაყვებათ ალბად 10 წლეულებზე მაგრამ არამგონია ეს მოხდეს..
    Culé [?]
    #9 9 აპრილი 2021 22:19
    1
    ციტატა: nika 54
    ამას გავიძახი ორი წელია, ლეოს გვერდზე თუ ვინმე აკლია სწორედ ნეიმარია, 100%-თ ლეოს თამაში გაორმაგდება ნეიმარის დაბრუნებით. ეხლა იფიქრონ ლუისის შემცვლელზე. ვარიანტი ბევრია.

    მაინც ვის ფიქრობთ შენ და ბაკერომ დაწერეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 აპრილი 2021 20:59
    6
    ამას გავიძახი ორი წელია, ლეოს გვერდზე თუ ვინმე აკლია სწორედ ნეიმარია, 100%-თ ლეოს თამაში გაორმაგდება ნეიმარის დაბრუნებით. ეხლა იფიქრონ ლუისის შემცვლელზე. ვარიანტი ბევრია.
    Culé [?]
    #7 9 აპრილი 2021 20:32
    6
    ციტატა: basa7
    ციტატა: Berlinetta♥
    ციტატა: basa7
    ისე გვჭირდება როგორც 2 და 2 ოთხია. სანამ ფატი და სხვები ამის დონემდე ავლენ, პლიუს მესიც მაქსიმუმ სამი წელი იქნება. ჰაერივით გვჭირდება. მბაპეც და ჰალანდიც ყფრო შემსრულებელი ფრხბურთელები არიან, ჰალანდი მითუმეტეს. მესის მერე როგორც შემქმნელ ფეხბურთელს ნეიმარს დღემდე ბადალი არ ყავს. მინიმუმ ოთხი წელი გვეყოლება.

    და თუ შემქმნელის მოყვანაზე მიდგა საქმე , რატომ უნდა მოვიყვანოთ ეს, და არა სანჩო ?

    სიმართლე გითხრა სანჩოზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის არ ვარ. ლოგიკურად რო შევხედოთ ნეიამარამდე ბევრი აკლია. არანაკლებ განრაზებული ვარ მეც ნეიმარზე მაგრამ ვფიქრობ რომ ამისი მოსვლა გუნდისთვის, ამ კრიზისულ სიტუაცუაციაში ძალიან კარგი იქნება

    სანჩო რომ ისეთ პასს გააკეთებს რაც ნეიმარმა გააკეთა მარკინიოსზე (მეორე გოლი ბაიერნთან) აი მაშინ მოვიყვანოთ
    Culé [?]
    #6 9 აპრილი 2021 19:47
    3
    ციტატა: Berlinetta♥
    ციტატა: basa7
    ისე გვჭირდება როგორც 2 და 2 ოთხია. სანამ ფატი და სხვები ამის დონემდე ავლენ, პლიუს მესიც მაქსიმუმ სამი წელი იქნება. ჰაერივით გვჭირდება. მბაპეც და ჰალანდიც ყფრო შემსრულებელი ფრხბურთელები არიან, ჰალანდი მითუმეტეს. მესის მერე როგორც შემქმნელ ფეხბურთელს ნეიმარს დღემდე ბადალი არ ყავს. მინიმუმ ოთხი წელი გვეყოლება.

    და თუ შემქმნელის მოყვანაზე მიდგა საქმე , რატომ უნდა მოვიყვანოთ ეს, და არა სანჩო ?

    სიმართლე გითხრა სანჩოზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის არ ვარ. ლოგიკურად რო შევხედოთ ნეიამარამდე ბევრი აკლია. არანაკლებ განრაზებული ვარ მეც ნეიმარზე მაგრამ ვფიქრობ რომ ამისი მოსვლა გუნდისთვის, ამ კრიზისულ სიტუაცუაციაში ძალიან კარგი იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #5 9 აპრილი 2021 18:20
    0
    Mainc menatreba es naboz... Ri 😏
    Culé [?]
    #4 9 აპრილი 2021 16:23
    3
    ღირსების საქმეა.გუნდს პრინციპები უნდა ჰქონდეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 აპრილი 2021 14:37
    2
    ციტატა: basa7
    ისე გვჭირდება როგორც 2 და 2 ოთხია. სანამ ფატი და სხვები ამის დონემდე ავლენ, პლიუს მესიც მაქსიმუმ სამი წელი იქნება. ჰაერივით გვჭირდება. მბაპეც და ჰალანდიც ყფრო შემსრულებელი ფრხბურთელები არიან, ჰალანდი მითუმეტეს. მესის მერე როგორც შემქმნელ ფეხბურთელს ნეიმარს დღემდე ბადალი არ ყავს. მინიმუმ ოთხი წელი გვეყოლება.

    და თუ შემქმნელის მოყვანაზე მიდგა საქმე , რატომ უნდა მოვიყვანოთ ეს, და არა სანჩო ?
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #2 9 აპრილი 2021 13:44
    7
    ისე გვჭირდება როგორც 2 და 2 ოთხია. სანამ ფატი და სხვები ამის დონემდე ავლენ, პლიუს მესიც მაქსიმუმ სამი წელი იქნება. ჰაერივით გვჭირდება. მბაპეც და ჰალანდიც ყფრო შემსრულებელი ფრხბურთელები არიან, ჰალანდი მითუმეტეს. მესის მერე როგორც შემქმნელ ფეხბურთელს ნეიმარს დღემდე ბადალი არ ყავს. მინიმუმ ოთხი წელი გვეყოლება.
    ფანი [?]
    #1 9 აპრილი 2021 12:30
    6
    იმენა აღარ გვჭირდები, <<ცენზურის დარღვევა>>, ფატის დრო მოდის