ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 აპრილი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 აპრილს მოხდა.

თამაშები

9 აპრილს "ბარსელონას" 20-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 8 წააგეს.

1922 წელი

ესპანეთის თასის 1/2 ფინალში "ბარსელონამ" "სპორტინგი" 7-2 გაანადგურა და ფინალში გავიდა. მასპინძელთაგან გოლები ალკანტარამ (3), გრასიამ (2), საგი-ბარბამ და პლანასმა გაიტანეს.

1944 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" 1-2 დამარცხდა. მასპინძელთაგან გოლი ესკოლამ გაიტანა.

ეს "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-100 წაგება იყო.

1946 წელი

გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი რალფ კირბი.

1968 წელი

"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" 1-1 დასრულდა. ეს ხულიო სესარ ბენიტესის გარდაცვალების შემდეგ "ბარსელონას" პირველი თამაში იყო. მასპინძელთაგან გოლი სალდუამ გაიტანა.

1977 წელი

გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მცველი და მწვრთნელი ჟოზეპ "პეპე" პლანასი.

2000 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "მალიორკასთან" 0-3 წააგო. კატალონიელთა კარში 2 გოლი სამუელ ეტო'ომ გაიტანა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში დუბლი პირველად შეასრულა.

2014 წელი

ანდრეს ინიესტა მე-5 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით მე-500 თამაში ჩაატარა. იმ მატჩში "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე "ატელტიკოსთან" 0-1 წააგო. მანამდე 500 ან მეტი შეხვედრა ჩავის, მიგელის, პუიოლსა და ვალდესს ჰქონდათ ჩატარებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 აპრილი 2021 21:03
    0
    ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "მალიორკასთან" 0-3 წააგო. კატალონიელთა კარში 2 გოლი სამუელ ეტო'ომ გაიტანა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში დუბლი პირველად შეასრულა.
    ანუ ამის შემდეგ გადმოიყვანეს ბარსაში?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 აპრილი 2021 12:28
    0
    ბარსასთვის დიდი ვერაფერი მაგრამ საქართველოს ისტორიაში უდიდესი დღეა.დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აპრილი 2021 10:16
    0
    კაი თარსი დღე ყოფილა რამდენი გარდაცვლილია
    Culé [?]
    #1 9 აპრილი 2021 09:39
    0
    ინი გამახსენდა☹💜❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "