ლიონელ მესის "ელ კლასიკოში" 2018 წლის შემდეგ არ გაუტანია
- 9-04-2021, 17:11
-
marusa barcelona
- 9

"ბარსელონასა" და "რეალს" შორის საკულტო დაპირისპირებად ქცეული "ელ კლასიკო" ახლოვდება. გუნდები ერთმანეთს 10 აპრილს დაუპირისპირდებიან. ყურადღების ცენტრშია "ბლაუგრანას" კაპიტანი ლიონელ მესი, რომელსაც მადრიდულ კლუბთან 6-მატჩიანი მშრალი სერია აქვს. Marca-ს ცნობით, არგენტინელმა "რეალს" ბოლოს 2018 წლის 6 მაისს გაუტანა. თამაში 2:2 დასრულდა, შეხვედრა კი უკანასკნელი "კლასიკო" აღმოაჩნდა კრიშტიანუ რონალდუსთვის. სეზონის ბოლოს მან "რეალი" დატოვა.
პორტუგალიელის წასვლის შემდეგ ლიონელ მესის "ბლანკოსის" კარი არ აუღია, შაბათის მატჩი კი კარგი შესაძლებლობა იქნება ნავსის გასატეხად. მით უმეტეს, როცა ამ დაპირისპირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მშრალი სერიის მიუხედავად, მესი "ელ კლასიკოს" ბომბარდირის წოდებას კვლავ ინარჩუნებს. არგენტინელის ანგარიშზე 26 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]