ლუის ფილიპე სკოლარი: მესისა და ნეიმარის ერთად ხილვას პსჟ-ში ვისურვებდი

ლუის ფილიპე სკოლარი: მესისა და ნეიმარის ერთად ხილვას პსჟ-ში ვისურვებდი

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამემამულე ნეიმარისა და ლიონელ მესის ერთად ხილვას "პარი სენ-ჟერმენში" ისურვებდა. ამასთანავე, ლუის ფილიპე სკოლარის თქმით, მის მიერ მოპოვებულ ყველა ტიტულს, მესის გაწვრთნას ამჯობინებდა.

"მესისა და ნეიმარს ერთად ვიხილავდი, თუმცა არა "ბარსელონაში", არამედ პსჟ-ში. ამის შემდეგ პარიზული კლუბი შეხვედრას გოლის გარეშე არ დატოვებს. ეს ორი გენიოსის წყვილი იქნება, სხვა კლუბებისთვის კი ამ დუეტის ჩამოყალიბება რთული იქნება. 

მესის გაწვრთნა დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა და ყველა იმ ტიტულზე აღმატებული იქნებოდა, რაც აქამდე მომიპოვებია. არ მქონია შესაძლებლობა ისეთი ფეხბურთელები გამეწვრთნა, როგორებიცაა: კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო, ლუიშ ფიგუ, რივალდო - ისინი უბრალოდ შეუდარებლები იყვნენ", - ციტირებს სკოლარის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 აპრილი 2021 21:13
    0
    "მესისა და ნეიმარს ერთად ვიხილავდი, თუმცა არა "ბარსელონაში", არამედ პსჟ-ში. ამის შემდეგ პარიზული კლუბი შეხვედრას გოლის გარეშე არ დატოვებს. ეს ორი გენიოსის წყვილი იქნება, სხვა კლუბებისთვის კი ამ დუეტის ჩამოყალიბება რთული იქნება.
    ამანაც კი ვერ დამალა, რომ ლეო და ნეიმარი საუკეთესო წყვილი იქნება შეტევაში.
    ფანი [?]
    #4 9 აპრილი 2021 13:08
    0
    პორტუგალია რომ ჩაიბარა არც ფიგუ და არც რონალდუ იყვნენ? თუ კლუბურ გაწვრთნას გულისხმობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 აპრილი 2021 12:22
    0
    მესის ლაპორტა უხანგრძლივებს ამიტომ ეგ ნატვრა ნატვრად დაგრჩება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 9 აპრილი 2021 11:12
    1
    შეზი აზრი გვკიდია
    Culé [?]
    #1 9 აპრილი 2021 02:00
    2
    არადა 02-ში რონალდოც ყავდა რივალდოც, რონალდინიოც, კარლოსი და კაფუც მარა ამას მუნდიალი რომ აქვს მოგებული მემგონი ვაბშე არ აცის აქამდე :D