Marca | ჰოლანდის შეძენამდე "დორტმუნდი" დარჩენილი ვალის გადახდას ითხოვს
- 8-04-2021, 23:35
-
kraken
- 19

Marca-ს ინფორმაციით, "დორტმუნდი" ჰოლანდის დამატებადმე "ბარსელონას" უსმან დემბელეს სატრანსფერო თანხის სრულად გადახდას მოსთხოვს.
ფრანგის შეძენა "ბარსას" ჯამში 135 მილიონი ევრო დაუჯდა და ტრანსფერიდან დაახლოებით 40 მილიონი კვლავაც გადასახდელია.
რაც შეეხება ჰოლანდს, მას "ბორუსია" 150 მილიონად აფასებს. იმ შემთხვევაში, თუ ნორვეგიელი გერმანელებს ამ სეზონში არ დატოვებს, მომავალ წელს მისი გამოსასყიდი თანხის წესი ამოქმედდება და სხვა კლუბებს უკვე 75 მილიონადაც შეეძლებათ ერლინგის გადაბირება.
გვარდიოლას განცხადებით, მათ ზაფხულში თავდამსხმელის შეძენის რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ მაინც, ერლინგის დამატების მხრივ "ბარსას" მთავარი კონკურენტები ჯერჯერობით "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]