მატეუ ალემანი დემბელეს აგენტთან კონტრაქტის დეტალებზე მალე გაისაუბრებს

მატეუ ალემანი დემბელეს აგენტთან კონტრაქტის დეტალებზე მალე გაისაუბრებს

Cat Radio-ს ინფორმაციით, უსმან დემბელეს აგენტი მუსა სისოკო და "ბარსას" სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი უახლოეს კვირებში ერთმანეთს შეხვდებიან და კონტრაქტის დეტალებზე გაისაუბრებენ.

"ბარსელონას" ფრანგთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ ფეხბურთელი და მისი აგენტი შეთანხმებაზე ჯერჯერობით არ ჩქარობენ. 

უსმანის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის, ამიტომ ახლა გახანგრძლივება "ბარსასთვის" ნამდვილად პრიორიტეტულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი მომავალ წელს მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება.

დემბელეს მიმართ ინტერესს კი "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ უკვე იჩენენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 აპრილი 2021 21:17
    0
    გაყიდონ ეს დებილი და ჰოლანდის საყიდელ ფონდში ჩარიცხონ თუ რამე დარჩება ბორუსიას ვალის გასტუმრების შემდეგ.
    Culé [?]
    #2 9 აპრილი 2021 12:18
    0
    არც დარჩენაზე დამწყდება გული და არც კარგ ფასად თუ გაყიდიან იმაზე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 9 აპრილი 2021 00:59
    2
    აქამდე რას აკეთებდნენ კიმარა... გაუხანგრძლივონ თუარადა გაყიდონ პსჟში კარგ ფასად...