ვისენტე დელ ბოსკე: მისი მსგავსი ტალანტის დაკარგვა ჩვენთვის კარგი არაა
- 8-04-2021, 22:16
-
kraken
- 7

"ფურია როხასა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ, EFE-სთან ინტერვიუში ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა. დელ ბოსკეს თქმით, წასვლის შემთხვევაში მესი ესპანურ ფეხბურთს ძალიან დააკლდება:
"არ ვიცი, იქნება თუ არა ეს მესის უკანასკნელი ელ კლასიკო, მაგრამ ერთი რამის დარწმუნებით მჯერა. ყოველთვის, როდესაც მის მსგავს ტალანტს ვკარგავთ, ჩვენთვის კარგი არ არის."
ლეო "ბარსელონაში" ამჟამინდელი კონტრაქტით განსაზღვრული ვადის ბოლო წელს ატარებს. მის მიმართ ინტერესს პსჟ და "მანჩესტერ სიტი" იჩენენ, თუმცა ჟოან ლაპორტას მიაჩნია, რომ მესის დარჩენაში დარწმუნებას შეძლებს.
მესი 467 გოლითა და 206 საგოლე გადაცემით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]