მინდა, რომ ბარსასთან ერთად ჩემი პირველი ტიტული მოვიგო - პედრი

მინდა, რომ ბარსასთან ერთად ჩემი პირველი ტიტული მოვიგო - პედრი

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი, პედრი გონსალესი "რეალის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ საუბრობს:

"ელ კლასიკო" ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გულშემატკივრებისათვის ბევრს ნიშნავს. "კლასიკოში" ყველა თანასწორია - მაღალიც, დაბალიც, ახალგაზრდაც და "ხნიერიც".
ლა ლიგის ტიტული? "რეალთან" შეხვედრას ამ ჩემპიონატისათვის ბრძოლაში დიდი გავლენა ექნება. შევეცდებით, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ვიმედოვნებ, რომ სათამაშო დროს მივიღებ. ფიზიკური კუთხით ბევრი ასპექტი მაქვს გასაუმჯობესებელი. მინდა, რომ ფეხბურთით სიამოვნება მივიღო და საუკეთესო მოთამაშეებისაგან ვისწავლო.
გუნდში ბევრი ახალგაზრდა ტალანტია. ჩვენ განვითარება უნდა განვაგრძოთ, რათა ძირითად გუნდში ადგილი მოვიპოვოთ.
მსურს, რომ "ბარსელონასთან" ერთად ჩემი პირველი ტიტული მოვიგო. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 აპრილი 2021 21:34
    0
    მიდი ბიჭო მოინდომე, მოგება და ტიტული განაღდებული გექნება.
    ციტატა: El pistolero 9
    რეალი ატლეტიკო და ბილბაო უნდა დავამარცხოთ.პირველ ორს თუ მოვუგეთ ლა ლიგას გავინაღდებთ ფაქტიურად და ბილბაო კიდე გასაპობი გვყავს

    ბილბაო იქითა შაბათსაა, მერეა ატლეტიკო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 აპრილი 2021 12:01
    0
    რეალი ატლეტიკო და ბილბაო უნდა დავამარცხოთ.პირველ ორს თუ მოვუგეთ ლა ლიგას გავინაღდებთ ფაქტიურად და ბილბაო კიდე გასაპობი გვყავს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 აპრილი 2021 10:29
    0
    მოიგებ კიდეც თან ორს ამისთვის მთავარია სამად სამი თმაშის მოგება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 8 აპრილი 2021 20:36
    0
    იმედია აგისრულდება და ერთ ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცევი ბარსელონაში და ნაკრებშიც ❤️❤️❤️
    ფანი [?]
    #1 8 აპრილი 2021 20:28
    8
    შენ დე იონგი და მურაბა უნდა იყოთ 2 წელში მინიმუმ 10 წელი დომინანტები მთელ ევროპაში😁კლასიკოში რათქმაუნდა შანსები თანაბარია პედრიტო სწორო ხარ თქვენ კიდე 3 ქულა სიცოცხლის ფასად უნდა დადოთ.აბა შაბათ საღამომდე გემშვიდობები🙃