"ბარსელონას" მხარდაჭერა "რეალის" მეკარეს

"ბარსელონას" მხარდაჭერა "რეალის" მეკარეს

საფეხბურთო სამყაროს ჯერ რასიზმთან ბრძოლაში არ აქვს წინსვლა და ახალი პრობლემა გამოჩნდა - სექსიზმი. ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას ფეხბურთში სექსიზმის პრობლემის გაღვივება მოჰყვა, რისი მსხვერპლიც, ახლახან, მადრიდის "რეალის" მეკარე გახდა.

ერთი თვის წინ "რეალმა" მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. გუნდმა, რომელიც სულ მეორე სეზონს ატარებს, აქამდე ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "ატლეტიკოს" მოუგო. ქალაქური დერბის პირველად მოგება, ბუნებრივია, ემოციური და ძალინ მნიშვნელოვანი იყო.

ახლახან, როდესაც "რეალის" მამაკაცთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპული" დაამარცხა, მადრიდელთა ქალთა გუნდის მეკარემ, მარია ისაბელმა, იგივე მისამ, Twitter-ზე დადო 2 ფოტოსურათი - ერთზე ის "ატლეტიკოსთან" მოგებას ზეიმობს, მეორეზე კი მარკო ასენსიო "ლივერპულთან" მოგებას. პოსტს თან ახლადა მინაწერი Misma Pasion ("იგივე ვნებით", "იგივე გრძნობით"). ამ პოსტმა სავარაუდოდ გენდერული თანასწორობის მოწინააღმდეგეებში ისეთი აგრესია გამოიწვია, რომ 21 წლის მეკარე იძულებული გახდა წაეშალა.

საფეხბურთო სამყარომ მისას მხარდაჭერა არ დააყოვნა. არაერთმა ფეხბურთელმა თუ საფეხბურთო კლუბმა მსგავსი პოსტი დადო. მათ არ ჩამორჩა არც "ბარსელონა", რომელმაც კატალონიელთა ქალთა გუნდის თავდამსხმელის, მარიონა კალდენტეის გოლის აღნიშვნა ლეო მესისას შეადარა.

მთლიანი კამპანიის, ისევე, როგორც "ბარსელონას" პოსტის არსი ერთია - ქალებიც შეიძლება ისეთივე გრძნობით თამაშობდნენ ფეხბურთს, როგორც მამაკაცები და სპორტის ამ სახეობაში რომელიმე სქესის დაკნინება მიუღებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 აპრილი 2021 21:37
    1
    რით აღარ მობეზრდათ ამ სექსიზმზე და რასობრივ დისკრიმინაციაზე ლაპარაკი, მე მგონი დაზარალებულებსაც სიამოვნებთ უკვე დაჩაგრულის როლში ყოფნა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 აპრილი 2021 11:59
    1
    21ე საუკუნეში კიდევ რატო უნდა იყოს რასიზმი აქტუალური თემა😡😡
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 აპრილი 2021 03:50
    1
    ვაი თქვენს პატრონს. 1-2 გამოსირებულის გამოხტომას საყოველთაო პრობლემად რატომ აცხადებთ? მადე დასრულდება ეს მარაზმი!
    Culé [?]
    #5 8 აპრილი 2021 22:10
    2
    რესფექტ❤💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #4 8 აპრილი 2021 21:58
    0
    აშკარად დარღვეული აქვთ მეტყველების უნარი და ავლენენ კიდეც..
    Culé [?]
    #3 8 აპრილი 2021 20:49
    2
    ვაი ჯერ კიდე რამდენი გამო**ებული დაიარება😒 აღნიშვნას აღარ აცდიან ადამიანს
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 აპრილი 2021 20:48
    0
    ბიჭო რავი
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #1 8 აპრილი 2021 20:41
    2
    ამის გამო აგრესია რა საჭირო იყო ან რომელი საუკუნეა?