ჟერარ პიკე "ელ კლასიკოსთვის" დაბრუნებას ცდილობს

ჟერარ პიკე "ელ კლასიკოსთვის" დაბრუნებას ცდილობს

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ "რეალთან" მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, პიკეს "რეალთან" თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჟერარმა გუშინ, დასვენების დღის მიუხედავად, მაინც ინდივიდუალურად ივარჯიშა, თუმცა 34 წლის ფეხბურთელის რეაპილიტაციის პროცესში პროგრესი არ შეიმჩნევა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პიკე დღეს კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ "ელ კლასიკომდე" გამოჯანმრთელება მოასწროს და ვარჯიშის გარკვეულ ნაწილს გუნდთან ერთად გაატარებს. წყაროს ცნობით, დღევანდელი დღე ესპანელი მცველისთვის გადამწყვეტი იქნება.

"ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა შაბათს 23:00 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 აპრილი 2021 21:52
    0
    ეს ვერ მოვიდა კიდევ ჭკუაზე? ვინ უთხრა ნეტავ ტრამვის შემდეგ ბევრს თუ ივარჯიშებ უფრო მალე მორჩებიო.
    Culé [?]
    #3 8 აპრილი 2021 14:11
    1
    კაი თუ კაცი ხარ ნუ იკლავ თავს.ჯობია მოირჩინოს ბოლომდე და ისე ითამაშოს.თუ ითამაშა და გაიმიზეზა მერე დაამთავროს კარიერა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 8 აპრილი 2021 13:07
    0
    პიკე თუ არ იქნება ეს შემადგენლობა კარგია მგონი

    გრიზი-მესი-დემბო
    პედრი-ბუსკეცი
    ალბა-ლენგლე-ფრენკი-არაუხო-დესტი
    ტერ შტეგენი


    თამაშის გაძლიერება ჩვენ უფრო შეგვიძლია თან - პიანიჩი, პუჩი, მორიბა, ტრინკაო
    წევრი [?]
    #1 8 აპრილი 2021 12:53
    0
    პსჟ-სთან კუმანის ერთერთი შეცდომა სწორედ უთამაშებელი პიკეს დაყენება იყო. არ უნდა გაიმეოროს