ქარიმ ბენზემა: მესი ბარსელონასთვის ყველაფერს აკეთებს

ქარიმ ბენზემა: მესი ბარსელონასთვის ყველაფერს აკეთებს

მადრიდის "რეალის" ფრანგმა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ მოახლებულ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ლიონელ მესიზე ისაუბრა.

ჩემთვის "ელ კლასიკო" მსოფლიოში საუკეთესო თამაშია და არა მხოლოდ ჩემთვის - ყველასთვის. ამ დაპირისპირებაში მონაწილეობს ორი გუნდი, რომლებსაც დიდი ისტორია აქვთ. ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

როგორც ყოველთვის, რთული თამაში იქნება იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს. ეს ჩვენც გვინდა. ისევე, როგორც ამ სეზონის პირველ მატჩში, მოედანზე მოსაგებად გავალთ, რადგან ჩვენთვის ეს ფინალია.

"ბარსას" ჰყავს კარგი მეკარე და მესი, რომელიც გუნდისთვის მოედანზე ყველაფერს აკეთებს. მასთან თამაშისას ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან უკვე ვიცით, რომ ის ძალიან საშიშია.

- ციტირებს ბენზემას სიტყვებს beIN Sports.

"ბარსასა" და "რეალის" დაპირისპირება შაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, მესი და ბენზემა ერთმანეთს 38-ჯერ შეხვდნენ. აქედან გამარჯვება 18-ჯერ ლეოს ერგო, 10-ჯერ - ქარიმს, 10 თამაში ფრედ დასრულდა. ამ მატჩებში არგენტინელმა 21 გოლი და 12 ასისტი მიითვალა, ფრანგმა კი 9 გოლი და 9 ასისტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 აპრილი 2021 22:19
    0
    დროა მესიმ გაჭიმოს ის ცხვირბანჯგვლა აყლაყუდა, თორემ ძაან გაუგრძელდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 აპრილი 2021 21:55
    0
    ანუ ერთი-ერთზე ლეო უგებს, ხომ.
    წევრი [?]
    #6 9 აპრილი 2021 11:30
    1
    დაიჭირენ ბიჭებმა დასუსტებული ლივერპული რომელიც სულს რაფავს,და წაკუზენ.არც ბარსაა ზღაპრულ ფორმაში მაგრამ ამ თამაშში გამოჩნდება ვინ იმსახურებს ჩემპიონობას
    წევრი [?]
    #5 8 აპრილი 2021 17:35
    0
    შენახლა თუმიხვდი მესი საშიში როა სხვები ჯერ აზრზე არიქნებიან😀
    ფანი [?]
    #4 8 აპრილი 2021 14:22
    1
    ციტატა: Griezzy7
    გული მიგრძნობს წავაგებთ. იმედია წაუვა მესის თამაში და ლენგლეს ფეხები არ აებლანდება

    მესის რომ თამაში წაუვა მაგის გვჯერა აი იმის რომ ლენგლეს ფეხები არ აებლანდება იმედია მაგის არავის სჯერა.
    Culé [?]
    #3 8 აპრილი 2021 14:08
    2
    პრესინგი უნდა ვეთამაშოთ მაღალი და მჭიდრო როგორც პსჟ-ს ვეთამაშეთ მეორე მატჩში. მთავარია ცენტრი არ დავთმოთ.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #2 8 აპრილი 2021 12:27
    1
    ჰანდიკაპით ორიანია. ამოვტენით. ლივერპულთან თამაშმა ბევრი მოატყუა. ნაჩოთი და მილიტაოთი ესენი ვერ გაგვიქაჩავენ ტაიმსაც
    Culé [?]
    #1 8 აპრილი 2021 12:09
    4
    გული მიგრძნობს წავაგებთ. იმედია წაუვა მესის თამაში და ლენგლეს ფეხები არ აებლანდება