ემანუელ პეტი: "ბარსელონაში" ფეხბურთისადმი სიყვარული დავკარგე

ემანუელ პეტი: "ბარსელონაში" ფეხბურთისადმი სიყვარული დავკარგე

ემანუელ პეტი "ბარსელონაში" გატარებულ დროს იხსენებს და აღნიშნავს, რომ კლუბსა და თანაგუნდელებს ვერ შეეწყო. მეტიც, ფრანგი ნახევარმცველის თქმით, "ბლაუგრანას" მაისურით თამაშისას ფეხბურთისადმი სიყვარულიც კი დაკარგა. 

"ბარსელონაში" საკმაოდ უცნაურ დროს მოვედი. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მცველად ყველაზე მეტი თამაში ჩავატარე, კმაყოფილი მაინც არ ვიყავი. გასახდელში დაძაბულობა იყო და ფეხბურთელები ერთმანეთს ებრძოდნენ. ვგრძნობდი, რომ ფეხბურთისადმი სიყვარულს ვკარგავდი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კონტრაქტი გავწყვიტე. კლუბში მისვლიდან ექვს თვეში პრეზიდენტს სატრანსფერო სიაში შეყვანა ვთხოვე", - ციტირებს პეტის სიტყვებს "ტრიბუნა".

ემანუელ პეტმა "ბარსელონა" 2001 წლის ზაფხულში დატოვა და 11 მილიონ ევროდ "ჩელსის" შეუერთდა. ფრანგმა საფეხბურთო კარიერა სწორედ "სტემფორდ ბრიჯზე" დაასრულა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 აპრილი 2021 22:00
    0
    ეს კიდევ ტირის?
    Culé [?]
    #3 8 აპრილი 2021 14:01
    0
    ნეტა ლენგლემაც მოგბაძოს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 აპრილი 2021 09:40
    0
    ამან რაც ბრაზილიას გაუტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თავი უდიდეს ვარსკვლავად წარმოიდგინა და ბარსელონაში ეგონა ქვეშ გაუწვებოდნენ თუ მობრძანდებოდა. რასაც თამაშობდი იმას გიფასებდნენ და მსოფლიო ჩემპიონებზე პატივისცემა ბონუსად არ გაიცემოდა და არც ეხლა გაიცემა. მესი არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონი მაგრამ პატივისცემა რო აქვს უმაღლესი ამას ვერავინ უარყოფს.
    Culé [?]
    #1 8 აპრილი 2021 00:55
    2
    ამისი ტირილი აღარ მორჩა smiley